ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 3145
ObjectID: 3145
ID: 3145
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: სახლი მთავარი ფასადით აღმაშენებლის პროსპექტზე გამოდის. იგი სამსართულიანია მანსარდით. ფასადის მხატვრულ-არქიტექტურული გადაწყვეტა სადაა და მონოტონური. II და III სართულები დანაწევრებულია ღიობების რითმით. ფასადს სართულშუა პროფილირებული სარტყლები და კარნიზი გასდევს. I სართულზე საფასადო სიბრტყე რუსტირებულია და ვიტრინების რიგით ნაწევრდება, რომელთა შორის დატანებულია სადარბაზოს ორი კარი და ეზოში გასასვლელი თაღოვანი გვირაბი ლითონის ჭიშკრით. სადარბაზოს კარები პროფილირებული დეტალებით არის გაფორმებული და ლითონის ცხაურები ამკობს. II და III სართულების ღიობებს ერთგვაროვანი, ბრტყელი საპირეები აქვს ტეხილი კონტურით. სახლს ფასადის ღერძის მიმართ, ორივე მხარეს, სიმეტრიულად განლაგებული ოთხ-ოთხი ლითონის აჟურული აივანი (II და III სართ.) აქვს. შენობას აბოლოებს სწორხაზოვანი პარაპეტი. სახურავში გამოჭრილია სამერცხლეები. სახლს აქვს საკუთარი შიდა ეზო. ეზოს ფასადი გვიანდელი გადაკეთებების შედეგად სახეცვლილია. პირველი სართულის მონაკვეთები ამოშენებულია, ხოლო მეორე სართულზე შემორჩებილია ხის შუშაბანდის ფრაგმენტი. აღნიშვნის ღირსია მარჯვენა განაპირა მხარეს მოწყობილი ლითონის ხვეული კიბე (სავარაუდოდ სახლის თანადროული). სახლი გეგმარებითა და არქიტექტურული მასშტაბით ურბანული ღირებულების მქონეა. ის მნიშვნელოვან როლს თამაშობს მიმდებარე განაშენიანების ისტორიული ქსოვილის შექმნაში.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4169
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: აღმაშენებელი დავითის გამზ./146
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>უახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს
ExactDate: მე-20 საუკუნის დასაწყისი
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;სავაჭრო;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.7930234
Y: 41.71502802