{
  "type" : "Feature",
  "links" : [
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items?f=application%2fjson",
      "rel" : "collection",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "The collection document"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3143?f=json",
      "rel" : "self",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as JSON"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3143?f=text/html",
      "rel" : "alternate",
      "type" : "text/html",
      "title" : "This document as text/html"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3143?f=application/geo+json",
      "rel" : "alternate",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as application/geo+json"
    }
  ],
  "LayerId" : 0,
  "LayerName" : "PS.ImmovableMonumentObjectP",
  "id" : "3143",
  "properties" : {
    "ObjectID" : 3143,
    "ID" : 3143,
    "Name" : "საცხოვრებელი სახლი",
    "FullName" : "საცხოვრებელი სახლი",
    "ComplexName" : "",
    "Description" : "საკვლევი სახლი სამსართულიანია, აგურით ნაშენი. მისი მთავარი ფასადი ტოვსტონოგოვის ქუჩაზე გამოდის. სახლის გეგმას ლათინური ასო U-ს ფორმა აქვს. შენობა ატარებს კლასიციზმის ნიშნებს. ფასადის კომპოზიცია სიმეტრიულია. მთავარი ფასადის პირველი სართულის ცენტრში სადარბაზოში შესასვლელი ხის, ორფრთიანი კარია და ეზოში შესასვლელი გვირაბია (თაღოვანი), რომელსაც ლითონის ჭიშკარი აქვს. ჭიშკარს დაკარგული აქვს პირვანდელი სახე, დაკარგული აქვს დეკორატიული ელემენტები. \nმთავარი ფასადის სამივე სართულს ანაწევრებს ღიობების რიტმი და ღიობებს შორის რუსტირებული კედლის სიბრტყეები. I სართულის ცენტრში, თაღოვანი გვირაბის გარშემო რუსტიკაა და თაღის თავზე საჭექი ქვა. ასევე რუსტირებულია ფასადის თავსა და ბოლოში პილასტრები, ამავე სართულის ღიობებს აქვს პროფილირებული საპირეები საჭექი ქვებით და ვერტიკალურ სიბრტყეებზე დაბათქაშებული კვადრატებით. II სართულის ღიობებს ასევე აქვს პროფილირებული საპირეები ადამიანის სახის გამოსახულებიანი ნაძერწი ქვებით. III სართულის ღიობებს საპირეები არ აქვს, მხოლოდ ადამიანის სახის გამოსხულებიანი ნაძერწი საჭექი ქვები. ფასადის განაპირა მხარეებზე, I სართულის პილასტრების თავზე, ასევე პილასტრებია განთავსებული, II სართულში კანელურებით, ხოლო III სართულის რუსტირებული. ფასადის სამივე სართულს ჰორიზონტალურად გასდევს ნალესი კარნიზები და III სართულის თავზე გასდევს პარაპეტი. მთავარი ფასადის II და III სართულზე შემორჩენილია ლითონის ჭედური აივნები, რომლებსაც პირვანდელი სახე აქვს შერჩენილი, მხოლოდ დაზიანებული. სადარბაზოს კარი ხისაა, პროფილირებული ელემენტებითა და ლითონის ნაჭედი დეტალებით. სადარბაზოში ორმარშიანი კიბეა. \nგვირაბის გავლით ვხვდებით შიდა ეზოში. ეზოს ფასადებს პერიმეტრზე გასდევს ხის შუშაბანდები, რომელთა ნაწილს პირვანდელი სახე აქვს, ხოლო ნაწილი მოსახლეობის მიერ შეცვლილია. შუშაბანდების ნაწილს ჭვირული მოაჯირი აქვს, ხოლო ნაწილს _ შეფიცრული. I სართულზე არის თანამედროვე უსახური გადაკეთებების კვალი. გვირაბის მოპირდაპირედ, სიმეტრიულად, ფასადს დიაგონალურად კვეთს ხის კიბეები, რომლის მეშვეობითაც ხვდებიან II და III სართულებზე. \nვიზუალური შეფასების შედეგად ნათლად ჩანს დეფორმაციები, რომლებიც შენობის ხანდაზმულობით, საინჟინრო კომუნიკაციების გაუმართობით და მობინადრეთა მიერ გადაკეთებებით არის გამოწვეული. მთავარი ფასადის ნალესობის ნაწილი დაზიანებულია. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, შენობა მოითხოვს გამაგრებას დაინჟინრო ჩარევას და სრულ რეაბილიტაციას.",
    "StatusName" : "კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი",
    "StatusDocDate" : "2007-10-01",
    "StatusDocNumber" : "3/181",
    "RegistryN" : "4927",
    "CategoryName" : "ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე",
    "Country" : "საქართველო",
    "Region" : "თბილისი",
    "Municipality" : "თბილისი",
    "Settlement" : "თბილისი",
    "Address" : "ტოვსტონოგოვი გიორგის ქ./5",
    "Period" : "ახალი და უახლესი ისტორია  _ მე-19-21-ე სს.\u003e\u003eუახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს",
    "ExactDate" : "მე-20 საუკუნის დასაწყისი",
    "DateRangeFrom" : "",
    "DateRangeTo" : "",
    "InitialFunction" : "საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური;",
    "CurrentFunction" : "საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური;",
    "Classification" : "არქიტექტურის",
    "Accuracy" : "სწორია",
    "X" : 44.79556505,
    "Y" : 41.713498710000003
  }
}