{
  "type" : "Feature",
  "links" : [
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items?f=application%2fjson",
      "rel" : "collection",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "The collection document"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3142?f=json",
      "rel" : "self",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as JSON"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3142?f=text/html",
      "rel" : "alternate",
      "type" : "text/html",
      "title" : "This document as text/html"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3142?f=application/geo+json",
      "rel" : "alternate",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as application/geo+json"
    }
  ],
  "LayerId" : 0,
  "LayerName" : "PS.ImmovableMonumentObjectP",
  "id" : "3142",
  "properties" : {
    "ObjectID" : 3142,
    "ID" : 3142,
    "Name" : "საცხოვრებელი სახლი",
    "FullName" : "საცხოვრებელი სახლი",
    "ComplexName" : "",
    "Description" : "შენობა აგურით არის ნაგები, ორსართულიანია და აქვს ეზო. მის გეგმას ლათინური ასო L-ის ფორმა აქვს. მთავარი ფასადი დავით აღმაშენებლის გამზირზე გამოდის. იგი მიმდებარე განაშენიანებაში გამოირჩევა ასიმეტრიული გეგმარებით. მისი მარცხენა,  მონაკვეთი ქუჩის სიღრმეშია შეწეული, ხოლო მარჯვენა, შედარებით მომცრო მონაკვეთი ქუჩის პირზე გამოდის.F\nმთავარი ფასადი შელესილია და შეღებილი. უხვადაა მორთული მოდერნის სტილის არქიტექტურული ელემენტებით. ფასადს ჰორიზონტალურად პროფილირებული კარნიზები ყოფს, ხოლო ვერტიკალურად კანელურებიანი პილასტრები ანაწავრებს. II სართულის პილასტრებს ორნამენტებიანი თავსართები ამშვენებს. \nშენობის თავზე მანსარდის სართულია მოწყობილი, რომელსაც წინ პარაპეტი გასდევს. მანსარდშია მოქცეული ძველი დაშენება, რომელიც ამახინჯებდა შენობის თავდაპირველ სახეს და არღვევდა მის მხატვრულ მთლიანობას. იმის გამო, რომ მომავალში სხვადასხვა მობინადრის მიერ \"მრავალფეროვანი\" დაშენებებისგან დაცული ყოფილიყო სახლის სახურავი და მთლიანობაში მისი სახე, პროექტანტების მიერ გადაწყდა ერთ სახურავში მოქცეულიყო ყველა დაშენება. სახურავზე ბურულად გამოყენებულია მაღალი ხარისხის თუნუქის ე.წ. \"ქერცლი\". მანსარდის ღიობების რიტმი იმეორებს ქვედა სართულის ღიობების რიტმს და მათი მორთულობაც ქვედა სართულობის ანალოგიურია, ოღონდ გამარტივებული სახის. \nსახლის საფასადო სიბრტყე სწორკუთხა ფორმის ფანჯრებით ნაწევრდება. I სართულის ღიობებს ყვავილებითა და გირჩებით მორთული საჭექი ქვები აქვთ, ხოლო მათ შორის კედლები დაბალი რუსტიკითაა დამუშავებული. მარცხნიდან მეორე ფანჯარა მოგვიანებით კარად გადაუკეთებიათ, რომელსაც მიდგმული ქონდა უსახური კიბე და წინფრა. თავად კარის ღიობი ზედა ფანჯრის ღერძიდან აცდენილი იყო. სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების შემდეგ დამონტაჟდა ახალი ლითონის კარი, ლითონის კიბე და წინფრა. ფასადის ამ შეწული ნაწილის წინ ტროტუარის დონესთან შედარებით შემაღლებული კურდონერია, რომელიც ქუჩის მხრიდან შემოსაზღვრულია დაბალი ღობით (ბაზალტით მოპირკეთებული ტუმბოები ლითონის ჩანართებით). \nII სართულის ღიობები უფრო აქტიურად მორთულია. მოჩარჩოება უხვადაა დატვირთული დეკორატიული ელემენტებით. ფანჯრების ქვეშ ნაძერწი წრიული გირლანდებია. ფასადის მარცხენა ნაწილის ცენტრში, II სართულზე ლითონის აივანია მოდერნული ნახატის მოაჯირით. \nშენობის მარჯვენა მონაკვეთი, როგორც ითქვა, გამოწეულია საფასადო სიბრტყიდან და ქუჩის პირზე გადის. მასში პირველ სართულზე ერთმანეთის გვერდით მოთავსებულია სადარბაზოს თაღოვანი შესასვლელი და ეზოში შემავალი თაღოვანი გვირაბი. \nსადარბაზოს კარი ხისაა და ორფრთიანია ლითონის ჩანართებით. სადარბაზოში ორმარშიანია კიბეა ლითონის მოაჯირით (შენობის თანადროული).  მოაჯირი გეომეტრიული ფორმის ელემენტებითაა მორთული და სხმული დეტალებით. გვირაბში კი სამფრთიანი ლითონის ჭიშკარია, რომლის გაფორმების დეტალები მიახლოებულია აივნის დეტალებთან. თაღის თავზე მუზარადის გამოსხულების მქონე დეკორატიული, ნაძერწი ელემენტია. სადარბაზოს კარის თავზე ვერანდაა მოწყობილი. მისი ქვის მოაჯირის გაფორმება აივნის ლითონის მოაჯირის დეკორს ეხმიანება. ამ ვერანდაზე არის გამოსასვლელი კარი, ისეთივე მორთულობით, როგორიც II სართულის ღიობებია. გვირაბის ზემოთ ფასადის დიდი ნაწილი უკავია ფართო ფანჯარას. მის აქეთ-იქით, ფასადის კიდეებზე მოთავსებულია კანელირებული პილასტრები, რომლებიც ზემოთაღწერილი პილასტრების მსგავსად ზედა ნაწილში მოდერნული ორნამენტით არის დეკორირებული. \nგვერდითი ფასადი, რომელიც აღმაშენებლის გამზ. #149-ისკენ გამოდის, II სართულის დონეზე დანაწევრებულია სადა გისოსებიანი ფანჯრებით. ასეთივე გისოსებია მთავარი ფასადის I სართულის ფანჯრებზეც. \nშიდა ეზოში გვირაბის მეშვეობით ვხვდებით. ეზოზე გამავალ ფასადებს დაკარგული აქვს პირვანდელი სახე. ორივე სართული შემინულია და შუშაბანდს წარმოადგენს, ხოლო I სართული ამოშენებულია და კედელში ფანჯრებია გაჭრილი. საფასადო სიბრტყის ნაწილი შელესილი და შეღებილია. ფლიგელის შუაში დამატებითი სადარბაზოა, რომლის გვერდითაც არის სარდაფში ჩასასვლელი. \nშენობა წარმოადგენს მოდერნის სტილის ღირებულ ნიმუშს, რომელსაც არსებითი წვლილი შეაქვს დავით აღმაშენებლის პროსპექტის მხატვრულ-ისტორიული სახის შექმნაში.",
    "StatusName" : "კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი",
    "StatusDocDate" : "2007-10-01",
    "StatusDocNumber" : "3/181",
    "RegistryN" : "4177",
    "CategoryName" : "ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე",
    "Country" : "საქართველო",
    "Region" : "თბილისი",
    "Municipality" : "თბილისი",
    "Settlement" : "თბილისი",
    "Address" : "აღმაშენებელი დავითის გამზ./151",
    "Period" : "ახალი და უახლესი ისტორია  _ მე-19-21-ე სს.\u003e\u003eახალი ისტორია _ მე-19 ს.",
    "ExactDate" : "მე-19 საუკუნის დასასრული",
    "DateRangeFrom" : "",
    "DateRangeTo" : "",
    "InitialFunction" : "საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური;",
    "CurrentFunction" : "საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური;",
    "Classification" : "არქიტექტურის",
    "Accuracy" : "სწორია",
    "X" : 44.792322509999998,
    "Y" : 41.716840599999998
  }
}