ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 3140
ObjectID: 3140
ID: 3140
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: მსხვილმასშტაბიანი ნაგებობა მდინარე მტკვრის სიახლოვეს, მცირე ზომის ფერდობის ბოლოს არის აგებული. ის სანაპიროს პარალელურად არის აღმართული და მის ოდნავ, შეუმჩნეველ რკალურ მოხაზულობასაც იმეორებს. დგებუაძის ქუჩისკენ ნაგებობა სწორკუთხა შვერილ სიბრტყეებს შორის მოქცეული მომრგვალებული კუთხით იკვრება, რომლის რამდენიმე სართულსაც კოლონადებითა და მათ შორის მოქცეული ბალუსტრადებით შემოსაზღვრული აივნები აფორმებს. აივნებზე და მის ორსავ მხარეს თითო-თითო სწორკუთხა სარკმელია მოქცეული, რომელთა ვერტიკალურ რიგსაც თაღოვანი ფანჯრები აბოლოებს. მძიმე, რუსტირებულ პირველ ორ სართულს, კარნიზით გამოყოფილ ზედა, შედარებით მსუბუქად რუსტირებული სართულები ერთვის, რაც ნაგებობას სიმყარეს მატებს. ო. დგებუაძის ქუჩისაკენ მიმართული ფასადი ასიმეტრიულია. კოლონადებით შემკულ, მძიმე კონსოლებზე დაყრდნობილი რამდენიმე სართულის ერთიანი ვერანდების, სარკმლებისა და რკინის ცხაურით შემოსაზღვრული აივნების თანმიმდევრული მონაცვლეობა მას გაწონასწორებულს ხდის. რუსტირებულ ქვედა სართულებზე სარკმლების თანმიმდევრულ მწკრივში, შუა ღერძიდან მარცხნივ, შენობაში შესასვლელი კარები და მათ შორის მოქცეული დიდი ზომის ვიტრინა-ფანჯარაა დატანილი, რაც კომპოზიციის სიმეტრიას არღვევს. ანალოგიური დეტალებით არის წარმოდგენილი სანაპიროს პარალელურად განლაგებული ფასადიც, იმ განსხვავებით, რომ ის უფრო ვრცელია და მასზე, თაღოვანი ვიტრინა-ღიობებით გაფორმებული რამდენიმე რიზალიტია მონიშნული. რიზალიტში რამდენიმე სართულის სიმაღლის ვიწრო თაღებია დატანილი, რომლებშიც ნახევარწრიული გეგმის მქონე შვერილი აივნებით დასრულებული ვერანდებია მოქცეული. შენობას პროფილირებული კარნიზი აბოლოებს. ნაგებობის ცენტრში მოქცეული რკალური გვირაბი სახლის უკან მდებარე ეზოსა და მტკვრისკენ მოქცეულ ეზო-ბაღს ერთმანეთთან აკავშირებს. ეზო-ბაღი სანაპირომდე დაფერდებით გრძელდება. უკანა ეზოს ნაგებობა ორი მხრიდან შემოწერს. მისკენ მიმართული ფასადი სადარბაზოს სარკმლებით, ლოჯიების შვერილი სეგმენტებითა და ნახევარწრიული გეგმარების სადა აივნებით არის წარმოდგენილი. აღწერილი ნაგებობა მონუმენტრურია. საფასადე კომპოზიცია კარგად არის გააზრებული. გრძელ, სანაპიროს პარალელურ ღერძზე განლაგებულ, ქუჩის რკალს მიმყოლ ფასადზე რიზალიტების სახით რამდენიმე მახვილია დასმული, რაც მის ვრცელ ექსტერიერს წონასწორობას მატებს. აღნიშნული ნაგებობა მის მიმდებარე განაშენიანებაში დომინანტია. გარდა მასშტაბურობისა მას მონუმენტურობის თვისებებს ზედმეტად დაუნაწევრებელი კედლის სეგმენტები, გიგანტური სამკაულები, მძლავრი ქვედა სართულები და საფასადე კომპოზიციის გადაწყვეტა მატებს, რაც მის მხატვრულ ღირებულებას ერთი-ორად ზრდის.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4259
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: დგებუაძე ორდეს ქ./1
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>უახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს
ExactDate: მე-20 საუკუნის შუახანი
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.79030804
Y: 41.71367407