{
  "type" : "Feature",
  "links" : [
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items?f=application%2fjson",
      "rel" : "collection",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "The collection document"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3139?f=json",
      "rel" : "self",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as JSON"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3139?f=text/html",
      "rel" : "alternate",
      "type" : "text/html",
      "title" : "This document as text/html"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3139?f=application/geo+json",
      "rel" : "alternate",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as application/geo+json"
    }
  ],
  "LayerId" : 0,
  "LayerName" : "PS.ImmovableMonumentObjectP",
  "id" : "3139",
  "properties" : {
    "ObjectID" : 3139,
    "ID" : 3139,
    "Name" : "საცხოვრებელი სახლი",
    "FullName" : "საცხოვრებელი სახლი",
    "ComplexName" : "",
    "Description" : "მოცემული შენობა ორი სართულისგან შედგება. მთავარი ფასადით წინამძღვრიშვილის ქუჩაზე გამოდის. შენობის გეგმას ლათინური ასო U-ს ფორმა აქვს. სახლი აგურითაა ნაშენი, შელესილია და გადაღებილია მწვანე ფრად. მთავარი ფასადის სიბრტყეს ანაწევრებს სარკმლების რიტმული მონაცვლეობა და პილასტრები, რომლებიც პირველ სართულზე რუსტირებულია, ხოლო მეორეზე კანელურებიანი. ფასადი ჰორიზონტაურად ნაწევრდება პროფილირებული კარნიზებით, რომლებსაც რელიეფური კბილანები მისდევს ორივე სართულზე. ღიობები მთელ ფასადზე ერთნაირია - რკალისებური დაბოლოებით. აქვს პროფილირებული საპირეები ცენტრში სადა ორნამენტირებული საჭექი ქვებით. მეორე სართულზე სარკმელს, ქვემოდან სადად პროფილირებული ფილები გასდევს. ამავე სართულზე ორი ლითონის აივანი გამოდის, ნაჭედი ელემენტებით მოპირკეთებული. აივნები მეტ-ნაკლებად შემორჩენილია, თუ არ ჩავთვლით თანამედროვე უსახურ გადახურვას მარცხენა აივანზე. ფასადის ცენტრში შეწყვილებული სადარბაზოში შესასვლელი კარი და ეზოში გასასვლელი გვირაბია. კარების ჭრილები სარკმლების მსგავსად არის დამუშავებული; გვირაბს საპირეები არ აქვს და თავზე სადა ორნამენტის ნაცვლად, რომელიც ღიობებისა და კარების თავზეა, მას ლომის რელიეფური გამოსახულებაა. ავთენტური კარები ჩანაცვლებულია თანამედროვე, უსახური, ლითონის კარებით. ჭიშკარიც ლითონისაა. \nგვირაბის გვალით შევდივართ სახლის ეზოში. \nეზოს მხრიდან ფასადზე უმეტესად ხის შუშაბანდებია. აივნები ჭვირული და უბრალო ხის გვხვდება. ფასადზე არის ბეტონის ორსართუიანი მიშენება. შუშაბანდები და აივნები ნაწილობრივ შეცვლილია მოსახლეობის მიერ. შუშის მაგივრად ზოგ ადგილას ხის ფიცრებია. ქუჩის ფასადზე ნალესობა და საღებავი ჩამოცვენილია, აქვს ბზარები. \nნაგებობის ფიზიური მდგომარეობა ზოგადი შეფასებით არის ცუდი. საინჟინრო კვლევის შემდგომა ზუსტად განისაზღვრება შენობის მდგრადობის ხარისხი.",
    "StatusName" : "კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი",
    "StatusDocDate" : "2007-10-01",
    "StatusDocNumber" : "3/181",
    "RegistryN" : "5252",
    "CategoryName" : "ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე",
    "Country" : "საქართველო",
    "Region" : "თბილისი",
    "Municipality" : "თბილისი",
    "Settlement" : "თბილისი",
    "Address" : "წინამძღვრიშვილი მიხეილის ქ./132",
    "Period" : "ახალი და უახლესი ისტორია  _ მე-19-21-ე სს.\u003e\u003eახალი ისტორია _ მე-19 ს.",
    "ExactDate" : "მე-19 საუკუნის დასასრული",
    "DateRangeFrom" : "",
    "DateRangeTo" : "",
    "InitialFunction" : "საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური;",
    "CurrentFunction" : "საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური;",
    "Classification" : "არქიტექტურის",
    "Accuracy" : "სწორია",
    "X" : 44.796190850000002,
    "Y" : 41.715328319999998
  }
}