{
  "type" : "Feature",
  "links" : [
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items?f=application%2fjson",
      "rel" : "collection",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "The collection document"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3137?f=json",
      "rel" : "self",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as JSON"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3137?f=text/html",
      "rel" : "alternate",
      "type" : "text/html",
      "title" : "This document as text/html"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3137?f=application/geo+json",
      "rel" : "alternate",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as application/geo+json"
    }
  ],
  "LayerId" : 0,
  "LayerName" : "PS.ImmovableMonumentObjectP",
  "id" : "3137",
  "properties" : {
    "ObjectID" : 3137,
    "ID" : 3137,
    "Name" : "რკინიგზელთა სახლი",
    "FullName" : "რკინიგზელთა სახლი",
    "Description" : "საბჭოთა და პოსტსაბჭოთა პერიოდში პროსპექტზე რამდენიმე დიდი ნაგებობა გაჩნდა. მათი უმეტესობა სტალინურ პერიოდშია აგებული, მათ შორის #125, ყოფილი \"მხატვრული აღზრდისა და ტექნიკური პროპაგანდის სახლი\" (1938-1952, არქ. გ. ტერ-მიქელოვი; დაშენება - არქ. მ. კალაშნიკოვი), ყოფილი \"რკინიგზელთა სახლი\", ამჟამად საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრის შენობა. იგი აღმაშენებლის შუა წელზე მდებარეობს. შენობის ავტორია თბილისელი არქიტექტორი  გ. ტერ-მიქელოვი და აგებულია 1950 წ-ს. დაშენება კი ეკუთვნის არქიტექტორ მ. კალაშნიკოვს. \r\nშენობის ფასადები დამუშავებულია გვიანი რენესანსის კლასიკური მოტივების გამოყენებით - თაღედი, ბალუსტრადა, დეკორატიული ელემენტები (შენობის ფუნქციის შესაბამისი თემატიკით) და სხვა. შენობა აღმაშენებლის გამზირის სიღრმეში დგას, მის წინ არსებულ მცირე ზომის მოედანზე ჯ. ბაგრატიონისა და პ. კაკაბაძის ბიუსტებია განთავსებული. შენობას მართკუდხედთან მიახლოებული კონტური აქვს. იგი აღმაშენებლის გამზირის მიმართ I სართულის დონეზე მრგვალტანიანი კოლონადით იხსნება. მის თავზე არკადაა მოწყობილი, რომელიც შენობის მოცულობაში მოწყობილ ვერანდას შემოფარგლავს. კოლონადის ორივე მხარეს ფასადის ყრუ მონაკვეთებია, რომლებიც ორი სართულის სიმაღლეზე ვითარდება და მას ასრულებს კოშკურა, პილასტრებით და ბალუსტრადით გაფორმებული ნაგებობები. პარადული შესასვლელის წინ ტრავერტინის მასიური საფეხურებია, გვერდებზე კი ფასადის გასწვრივ, შეზღუდული შესაძლებლობის პირთათვის პანდუსებია მოწყობილი. \r\nშენობის გვერდითი ნაშვერები ტერასულად ვითარდება სართულების მიხედვით, მას შემოფარგლავს ბალუსტრადა. საფასადო სიბრტყეებს ანაწევრებს მართკითხა ღიობების და პილასტრების მონაცვლეობა. შენობა გამზირის მიმართ მართობულად ვითარდება ჯ. კახიძის სახელობის ბაღის (ყოფილი \"გოფილექტის\") სიღრმეში. ფასადები დანაწევრებულია ღიობებისა და პილასტრების რიტმული მონაცვლეობით. \r\nძველი შენობის უკანა მხარეს არის მოგვიანებით მიშენებული ოთხსართულიანი ნაგებობა. \r\nაღმაშენებლის გამზ. #127ა წარმოადგენს გამორჩეული მხატვრული და არქიტექტურული ღირებულების შენობას, რომელსაც დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორც ქუჩისთვის, ისე ქალაქისთვის. ",
    "StatusName" : "კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი",
    "StatusDocDate" : "2007-10-01",
    "StatusDocNumber" : "3/181",
    "RegistryN" : "4151",
    "CategoryName" : "ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე",
    "Country" : "საქართველო",
    "Region" : "თბილისი",
    "Municipality" : "თბილისი",
    "Settlement" : "თბილისი",
    "Address" : "აღმაშენებელი დავითის გამზ./127a",
    "Period" : "ახალი და უახლესი ისტორია  _ მე-19-21-ე სს.\u003e\u003eუახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს",
    "ExactDate" : "1952 წ.",
    "InitialFunction" : "კულტურა;",
    "CurrentFunction" : "\nკულტურა;ფუნქციის გარეშე;",
    "Classification" : "არქიტექტურის",
    "Accuracy" : "სწორია",
    "X" : 44.79448953,
    "Y" : 41.714654439999997
  }
}