{
  "type" : "Feature",
  "links" : [
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items?f=application%2fjson",
      "rel" : "collection",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "The collection document"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3136?f=json",
      "rel" : "self",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as JSON"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3136?f=text/html",
      "rel" : "alternate",
      "type" : "text/html",
      "title" : "This document as text/html"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3136?f=application/geo+json",
      "rel" : "alternate",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as application/geo+json"
    }
  ],
  "LayerId" : 0,
  "LayerName" : "PS.ImmovableMonumentObjectP",
  "id" : "3136",
  "properties" : {
    "ObjectID" : 3136,
    "ID" : 3136,
    "Name" : "საცხოვრებელი სახლი",
    "FullName" : "საცხოვრებელი სახლი",
    "ComplexName" : "",
    "Description" : "დავით აღმაშენებლის გამზირის #115 მდებარე საცხოვრებელ სახლს საფუძვლად დაედო ა. ზალცმანის მიერ 1846-72 წელებში შედგენილი პროექტი. იგი XIX საუკუნის თვალსაჩინო თბილისელი არქიტექტორის ალბერტ ზალცმანის საკუთარი სახლი იყო და მისივე პროექტით აშენდა. ამდენად, შენობა დავით აღმაშენებლის პროსპექტზე გარკვეულ ისტორიულ-არქიტექტურულ ღირებულებას წარმოადგენს. \nსახლი ორსართულიანია, ცოკოლის სართულით. მას ლათინური ასო U-ს ფორმა აქვს გეგმაში და ე.წ. \"ქართული\" აგურითაა ნაგები. ფასადები შელესილია და შეღებილი. შენობა მთავარი ფასადით აღმაშენებლის გამზირისკენაა მიმართული და ქუჩიდან მოშორებულია. მეორე ფასადი კი ჩიხში გადის. მთავარ ფასადს მარჯვენა მხარეს რიზალიტი აქვს, რომელიც სამკუთხა ფრონტონით ბოლოვდება. ცოკოლის სართულში სხვადასხვა ფუნქციის სათავსებია. I სართულის საფასადო კედელი რუსტირებული ლესვითაა დამუშავებული. ღიობებს პროფილირებული საპირეები აქვს. \nფასადის მარცხენა განაპირა მხარეს სადარბაზოს ხის ორფრთიანი კარია (ახალი) ლითონის წინფრით და მიდგნული ლითონის კიბით. სადარბაზოში ხის კიბეა. ხისავეა სადარბაზოს იატაკიც. კიბის უჯრედი, რომელსაც რკალური დაბოლოება აქვს, ნათდება საგანგებოდ მოწყობილი შუქფარანით. ამ შეწეული მონაკვეთის II სართულზე ლითონის აივანია (ახალი). \nII სართულის საფასადო კედლენი გლუვი ლესვითაა დამუშავებული. კუთხეებში შეწყვილებული კანელურებიანი პილასტრებია, კორინთული კაპიტელებით. ღიობებს გვერდებზე პროფილირებული მოჩარჩოება აქვს, თავზე კი სწორხაზოვანი სანდრიკები. ასევე აღსანიშნავია ხის ე.წ. \"ფარდები\" სანდრიკების ქვეშ. ჩიხში გამავალი ფასადი საკმაოდ სახეცვლილია. პირვანდელი სახის კვალიც კი არ შეიმჩნევა. მხოლოდ ხის დიდი შუშაბანდია, ჭვირული მოაჯირებით. \nეზოს ფასადები მინაშენებისა და გადაკეთებსბის გამო საკმაოდ სახეცვლილია. მიუხედავად გადაკეთებებისა, სახლი დავით აღმაშენებლის პროსპექტის შემადგენელი და ორგანული ნაწილია. აქედან გამომდინარე, იგი მნიშვნელოვან როლს ასრულებს თბილისის განუმეორებელი, ინდივიდუალური არქიტექტურული სახის შექმნაში. ",
    "StatusName" : "კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი",
    "StatusDocDate" : "2007-10-01",
    "StatusDocNumber" : "3/181",
    "RegistryN" : "4251",
    "CategoryName" : "ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე",
    "Country" : "საქართველო",
    "Region" : "თბილისი",
    "Municipality" : "თბილისი",
    "Settlement" : "თბილისი",
    "Address" : "აღმაშენებელი დავითის გამზ./115",
    "Period" : "ახალი და უახლესი ისტორია  _ მე-19-21-ე სს.\u003e\u003eახალი ისტორია _ მე-19 ს.",
    "ExactDate" : "მე-19 საუკუნის დასაწყისი",
    "DateRangeFrom" : "",
    "DateRangeTo" : "",
    "InitialFunction" : "საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური;",
    "CurrentFunction" : "\nსაცხოვრისი\u003e\u003eქალაქური;სავაჭრო;",
    "Classification" : "არქიტექტურის",
    "Accuracy" : "სწორია",
    "X" : 44.795349080000001,
    "Y" : 41.712849839999997
  }
}