CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 3131
ObjectID: 3131
ID: 3131
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: 1897 წელს აგებული ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი აგურითაა ნაშენი, შელესილი და შეღებილია. რუსული "П"-ს ფორმის გეგმარების მქონე ნაგებობის მხატვრული გაფორმება კლასიზმის ელემენტების შემცველია. 2012 წელს აღმაშენებლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოს ფარგლებში მოხდა შენობის ფასადის განახლება. აღმაშენებლის გამზირის მხარეს აფთიაქის რკინის ჟალუზები ხის კარების წყვილმა ჩაანაცვლა; ტყვიავის ქუჩის მხრიდან ეზოს ჭიშკარი კვლავ ლითონის ორნამეტული ჭიშკრით შეიცვალა, ასევე სადარბაზოს ხის კარი - ლითონის ცხაურით. ამავე მხარეს სარდაფში ჩამავალ კიბეს გაუკეთდა რკინის მოაჯირი, განახლდა შელესილობა. შენობის პირველი სართულის სარკმლები (ტყვიავის ქუჩისკენ მიმართული ფასადი) სწორკუთხაა. თითოელ მათგანს საპირე შემოუყვება და მცირე სანდრიკი ამკობს. მეორე სართულის სარკმლები უფრო უხვად ირთვება იმპოსტებით, ნაძერწი ორნამენტებით, კრონშტაინებით, სწორკუთხა დეკორატიული ნიშებით. განაპირა სარკმლის ღიობები პილასტრებითაა ფლანკირებული. პილასტრებს შორისაა მოქცეული ასევე აღმაშენებლის გამზირისკენ მიმართულ ფასადზე წარმოდგენილ აივანზე გამავალი კარი და სარკმელი. უფრო მომცრო, სწორკუთხა აივანი ტყვიავის ქუჩისკენ მიმართულ ფასადზეც გვხვდება. აივნების მოაჯირები და კონსოლები ორნამენტულია. ნაგებობას ასრულებს ორნამენტული ფრიზი, კარნიზი, პარაპეტი რიკულებით. ფასადის დეკორატიულ გაფორმებაში აღსანიშნავია, ეზოს შესასვლელის თავზე მოცემილი ლომის თავიანი სანდრიკი. ეზოს მხრიდან შემორჩენილია ხის აივანი ორნამენტული მოაჯირებითა და სვეტისთავებით. სადარბაზოში, პირველ სართულზე კიბისა და იატაკის ქვის მოპირკეთება განახლებულია, მეორე სართულზე კი თავდაპირველია შემორჩენილი. განათების არარსებობის გამო, სადარბაზოს მეორე სართულის გადაღება ვერ მოხერხდა. შენობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. დაზიანება არ შეიმჩნევა არც განახლებულ ფასადზე, არც ეზოს მხარეს. ნაგებობა დომინანტს წარმოადგენს ქუჩის განაშენიანებაში და მიმდებარე ტერიტორიის ურბანულ ქსოვილში მნიშვნელოვანი როლი ენიჭება.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4231
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: აღმაშენებელი დავითის გამზ./7.ტყვიავის ქ./1
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასასრული, 1897წ.
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction:
სავაჭრო;საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
CurrentFunction:
სავაჭრო;საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.80434747
Y: 41.70329836