CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 3129
ObjectID: 3129
ID: 3129
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: საცხოვრებელი სახლი დავით აღმაშენებლის გამზ. #96-ში მდებარეობს. თარიღდება XIX საუკუნის ბოლო პერიოდით. ნაგებობა მაღალმხატვრული ღირებულებით გამოირჩევა და ერთ-ერთ დომინანტ ობიექტს წარმოადგენს დ. აღმაშენებლის გამზირის განაშენიანებაში. 2009-2011 წლებში შენობას სარესტავრაციო სამუშაოები ჩაუტარდა. მისი მთავარი ფასადი ქუჩის მხარეს გამოდის. ნაგებობა ორსართულიანია. პირველი სართული სავაჭრო დაწესებულებებს უჭირავს, ხოლო მეორე სართული საცხოვრებელია. შენობის საფასადო დეკორი ეკლექტიზმის ნიშნებს ატარებს. ფასადზე გამოყენებულია დეკორატიული შელესვის ტექნიკა. აქცენტირებულია შენობის განაპირა მხარეები დეკორითა და პარაპეტებით. შედარებით დაბალი პარაპეტია განთავსებული ნაგებობის ცენტრალურ ნაწილში. შენობა სიმტერტიულადაა დანაწევრებული ღიობთა რიგებით. ცენტრალურ ნაწილში მოთავსებულია რკინის გრძელი აივანი. განაპირა თაღოვანი ღიობების თავზე განთავსებულია კაცის გროტესკული ჰორელიეფური თავები. ეზოს ფასადი ასევე მაღალმხატვრული ღრებულებით გამოირჩევა, თუმცა ძლიერ გადაკეთებულია და დამახინჯებული. აქ მეორე სართულზე ჯერ კიდევ შემორჩენილია ძველი აივანი და მისი არქიტექტურული ელემენტები, როგორიცაა ლითონის სვეტები, გადახურვა, მისი ფორმა. ღიობები აქაც გაფორმებულა დეკორით. ძალიან მნიშვნელოვანია სადარბაზო. სადარბაზოში აღსანიშნავია კიბისა და იატაკის მოზაიკა. ასევე კიბის რკინის მოაჯირი. კედლები გაფორმებულია სტუკოთი. აქ ვხდებით თაბაშირის, მცენარეულ მოტივებზე აგებულ ქანდაკოვან გამოსახულებებს. გირლიანდებს, ჰორელიეფურ თავებს და სხვ.
ნაგებობის არქიტექტურული მდგომარება არ არის დამაკმაყოფილებელი. უამრავი გამჭოლი ბზარია სადარბაზოში, ასევე ცუდ მდგომარეობაშია აივნის მხარეც. სამშენებლო მასალად გამოყენებულია აგური.
შენობა მაღალმხატვრული ღირებულებით გამორჩევა. მისი დაცვა და შენარჩუნება აუცილებელია.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4247
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: აღმაშენებელი დავითის გამზ./96
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასასრული
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: ;
CurrentFunction:
საცხოვრისი>>ქალაქური;
სავაჭრო;ფუნქციის გარეშე;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.79690254
Y: 41.70974666