CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 3126
ObjectID: 3126
ID: 3126
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: საცხოვრებელი სახლი დიმიტრი უზნაძის #99-სა და ჯ. კახიზის #12-ის ქუჩათა კვეთაზე მდებარეობს. შენობა ერთ-ერთ დომინანტ ობიექტს წარმოადგენს ორივე ქუჩის განაშენიანებაში. ნაგებობა მაღამხატვრული ღირებულებით გამოირჩევა. ორსართულიანი შენობის ფასადები კლასიცისტური სტილით ხასიათდება. შენობის კუთხეზე განთავსებულია რკინის აივანი, რომელიც ერთ-ერთ მნიშვნელოვან არქიტექტურულ ელემენტს წარმოადგენს. ასევე პარაპეტი, რომელიც ცენტრალურ ნაწილში ნახევარწრიული ფორმითაა ამოზიდული. ფასადი ფრონტონებით შემკული სწორკუთხა ფომრის ღიობებით თანაბრადაა დანაწევრებული. ორივე სართული რუსტირებულია. პირველ სართულზე შენობის კუთხის ნაწილში მაღაზიაა განთავსებული. აღსანიშნავია შენობის სადარბაზო კარებები, რომლებიც გვერდიგვერდაა განთავსებული და დორიული ორდერიანი ბაზისებზე მდგარ სვეტებზე გადაყვანილი თაღებით არის გაფორმებული. შენობის სადარბაზოში აღსანიშნავნია რკინის მოაჯირი კანდელაბრით, ქვის კიბე და დეკორატიული ფილები. ასევე ეზოში შესასვლელი თაღის ჭიშკარი, რომელიც დაზიანებულია, თუმცა ორნამენტირებული ნაწილი დღემდე შემორჩენილია და სადარბაზო ხის კარი, რომელიც ასევე კლასიცისტური სტილით ხასიათდება. ეზოს მხარეს თბილისურ ხის აივნიანი ფასადია წარმოდგენილი; ხის სვეტები და მოაჯირები თანადროულია. აივანზე მოხვედრა ხის კიბითაა შესაძლებელი, რომელი შეცვლილია ახლით. სარდაფი დაახლოებით 2.50 მეტრია. შენობა მაღალმხატვრული ღირებულებით გამოირჩევა. ავარიულია ამჟამად და სასწრაფო გამაგრებას საჭიროებს.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4535
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: უზნაძე დიმიტრის ქ./99.კახიძე ჯანსუღის ქ./12
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასასრული
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.79315414
Y: 41.71171845