{
  "type" : "Feature",
  "links" : [
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items?f=application%2fjson",
      "rel" : "collection",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "The collection document"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3123?f=json",
      "rel" : "self",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as JSON"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3123?f=text/html",
      "rel" : "alternate",
      "type" : "text/html",
      "title" : "This document as text/html"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3123?f=application/geo+json",
      "rel" : "alternate",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as application/geo+json"
    }
  ],
  "LayerId" : 0,
  "LayerName" : "PS.ImmovableMonumentObjectP",
  "id" : "3123",
  "properties" : {
    "ObjectID" : 3123,
    "ID" : 3123,
    "Name" : "საცხოვრებელი სახლი",
    "FullName" : "საცხოვრებელი სახლი",
    "Description" : "ნაგებობის ავტორია ალ. შიმკევიჩი. შენობა აგებულია 1885 წელს. ნაგებობა ეკუთვნოდა თბილისელი პირველი გილდიის ვაჭრის ივანე როტინოვის ცოლს ეკატერინეს. შენობა მდებარეობს დ. უზნაძის ქუჩის დასაწყისში,  (ამჟამინდელი ოთარ მეღვინეთუხუცესის მოედანთან) მას მნიშვნელოვანი როლი უკავია ქუჩის, ქალაქის ისტორიული იერსახის შექმნაში. იგი ღირებულია მხატვრული და ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისითაც. სამსართულიანი შენობა ნაგებია აგურით, შელესილია (დეკორატიული ლესვით) და კონსტრუქციული ნაწილები და დეკორატიული მორთულობა შეღებილი ორი ფერით – მოწითალო აგურისფერით (კედლები) და თეთრით (დეკორატიული ნაწილები) (სამუშაოები ჩატარებულია 2012 წელს ჩატარებული სარეაბილიტაციო გეგმის განხორციელებისას). ფასადის კომპოზიცია სიმეტრიულია. მთავარი ფასადი ორივე მხარეს ფლაკირებულია როზალიტით. ყოველ სართულზე 7 ღიობი გამოდის. ამათგან თითო-თითო ღიობია განთავსებული როზალიტებზე. პირველი სართულის ღიობები სადაა და სწორკუთხა მოხაზულობის. იგი თითოს მყარ ფუნდამენტს ქმნის ზედა ორი  ორნამენტული, უხვად დეკორირებული სართულისათვის. მეორე სართულის ღიობები ნალისებური თაღებით სრულდება. თაღები დაყრდნობილია კუთხეებში ასული ნახევარსვეტებზე, რომლებსაც სტალაქტიდების სტილიზებული კაპიტელები აქვს. შუა ხუთი ღიობის მოჩარჩოებაც ნალისებურია, ხოლო როზალიტზე არსებული ღიობის ნალისებურ ფორმას გადაევლევა მოჩარჩოება, რომელსაც შეისრული მოხაზოლლობა აქვს. მესამე სართულის ღიობებიც ნალისებური მოხაზულობისაა, თუმცა ამასთან ერთად შუა ხუთ ღიობს ნალისებური მოხაზულობაც აქვთ. მხოლოდ როზალიტებზე სრულად ნალისებურთაღოვანი ღიობი. \r\nმეორე სართულზე სამი ლითონის, აჟურულმოაჯირიანი აივანი გამოდის - თითო-თითო პატარა აივანი როზალიტებზე და შედარებით განიერი ფასადის შუა ღიობთან. მესამე სართულზე ოთხი თანაბარი ზომის აივანია განაწილებული სიმეტრიულად - თითო-თითო მრუდე მოხაზულობის როზალიტზებზე და ორი მართკუთხა ფორმის გადანაწილებული ფასადის შუა მონაკვეთში.\r\nკედლის მთელი სიბრტყე, რომელიც დაფერილია აგურისფრად გაფორმებულია დეკორატიული ლესვით - რუსტის სახით. მესამე სართულზე როზალიტებზე არსებული ღიობები თითქოს ჩასმულია ორნამენტულ ფარდაში, რომელიც ზედა ნაწილიდან ეშვება და „გადაწეულია“ როზალიტის კუთხეებისკენ. „ფარდა“ შევსებულია ორნამენტებით, ხოლო კიდეებს მიუყვება სტალაქტიდების სახის ორნამენტები. ამავე ფორმის ორნამენტად არის გადაწყვეტილი შუა მონაკვეთის კარნიზი, ხოლო როზალიტების მონაკვეთ ასრულებს განიერი ორნამენტული ზოლი და მის ზემოთ მარტივ პროფილიანი კარნიზი. კარნიზს ზემოთ პარაპეტის სახით მიუყვება კბილანებიანი ზოლი. მესამე სართულის ღიობებს შორის განთავსებულია წრიული ფორმის ორნამენტურლი ვარდულები.\r\nშენობის ეზოში შესასვლელი აღმაშენებლის გამზირიდანაა. ეზოს მხრიდან ფასადი ორსართულიანია. ორივე სართულზე გამოდიოდა შუშაბანდი. ამჟამად პირველი სადრთულის დიდი ნაწილი ამოშენებულია. მეორე სართულზე ასასვლელი კიბე გვერდითაა განთავსებული, მიდგმული მომიჯნავე სახლის კედელს. მეორე სართულზე შუშაბანდები ახალი აღდგენილია. ისლამური და მავრიტანული ხელოვნებით შთაგონებული ამ ნაგებობიბის გასადი ერთ-ერთი გამონაკლისია შიმკევიჩის შემოქმედებაში.\r\n",
    "StatusName" : "კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი",
    "StatusDocDate" : "2007-10-01",
    "StatusDocNumber" : "3/181",
    "RegistryN" : "4947",
    "CategoryName" : "ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე",
    "Country" : "საქართველო",
    "Region" : "თბილისი",
    "Municipality" : "თბილისი",
    "Settlement" : "თბილისი",
    "Address" : "უზნაძე დიმიტრის ქ./19.აღმაშენებელი დავითის გამზ./3",
    "Period" : "ახალი და უახლესი ისტორია  _ მე-19-21-ე სს.\u003e\u003eახალი ისტორია _ მე-19 ს.",
    "ExactDate" : "1885 წელი",
    "InitialFunction" : "საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური\u003e\u003eმე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;",
    "CurrentFunction" : "საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური\u003e\u003eმე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;",
    "Classification" : "არქიტექტურის",
    "Accuracy" : "სწორია",
    "X" : 44.802361300000001,
    "Y" : 41.703378020000002
  }
}