CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 3122
ObjectID: 3122
ID: 3122
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: ნაგებობა ჯ. კახიძის ქუჩა # 3-ში მდებარეობს. თარიღდება XIX საუკუნის ბოლო პერიოდით. შენობა ორსართულიანია. ფასადი კლასიცისტურ-ბაროკული საფასადო დეკორითაა გაფორმებული. ფასადი სწორკუთხა ფორმის ღიობებით თანაბრადაა დანაწევრებული. პირველი სართულის თითოეული ღიობი მოჩარჩოებულია და ცენტრალურ ნაწილში ბავშვის ჰორელიეფური თავით არის გაფორმებული. მეორე სართულის ღიობებს კი კორინთულორდერიანი სვეტები და თაღები ამკობს. ეზოში შესასვლელი თაღი ქალის ჰორელიეფური თავით არის გაფორმებული. შენობის ფასადი ამჟამად რესტავრირებულია. შელესილი და შეღებილია. პირველი სართული რუსტირებულია. აღსანიშნავია სადარბაზო და ხის კარი. მის იატაკზე დეკორატიული ფილებია განთავსებული, ასევე ვხდებით ქვის კიბეს და რკინის მოაჯირს კანდელაბრით.
შენობის ეზოს ფასადი თბილისური სახლებისათვის დამახასითებელ შუშაბანდიანი აივნებითაა წარმოდგენილი, თუმცა გადაკეთებულია ნაწილობრივ. მიშენებების გამო ამ ფასადმა გარკვეულწილად დაკარგა თავისი თავდაპირველი სახე. ნაგებობის კონსტრუქციული მდგომარეობა არ არის დამაკმაყოფილებელი. შენობა დაბზარულია.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4539
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: კახიძე ჯანსუღის ქ./3
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასასრული
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.79426184
Y: 41.71250132