ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 3121
ObjectID: 3121
ID: 3121
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: აღნიშნულ მისამართზე მდებარე ორი სახლი ერთმანეთის გასწვრივ დგას (მარცხენა-ერთსართულიანი, ე.წ. "ნიკოლოზის" აგურით ნაშენი, მარჯვენა - ორსართულიანი ნახევარსარდაფით, ე.წ. "ქართული" აგურით ნაგები), მათ შორის ეზოში შესასვლელია დატოვებული ალყაფის კარით, ხოლო მესამე შენობა (ორსართულიანი სარდაფით, ასევე ე.წ. "ქართული" აგურით ნაშენი) ეზოს სიღრმეშია განთავსებული. მოსახლის გადმოცემით, გამზირზე გამავალი ორსართულიანი სახლი სამშობიარო იყო, ერთსართულიანი - თავლა და ეტლების სადგომი, ხოლო ეზოს სიღრმეში არსებული ორსართულიანი, კი მეპატრონის საცხოვრებელი. ეს უკანასკნელი დღეს საკმაოდ სახეცვლილია, თუმცა ყურადრებას იმსახურებს მისი გეგმარებითი გადაწყვეტა და კამაროვანი სარდაფი. მარჯვენა ორსართულიანი სახლი ნახევარსარდაფით ე.წ. "ქართული" აგურით არის ნაგები. ის მთავარი ფასადით დავით აღმაშენებლის გამზირზე გადის, უკანა მხრიდან კი მოზრდილი შიდა ეზო აქვს. სახლსGლათინური L-ის ფორმის გეგმა აქვს. სახლის ნახევარსარდაფი და პირველი სართული კომერციული დანიშნულებით გამოიყენება, II სართული კი საცხოვრებელია. ნახევარსარდაფის კედლი გალესილია და გასდევს ბაზალტის პლინტუსი. I და II სართულებს ვერტიკალურად პილასტრები ანაწევრებს, ხოლო ჰორიზონტალურად, სარტყელები. პილსტრის გვერდებს სიმაღლეზე მეანდრების მწკრივი მიუყვება, გული კი დეკორატიული ნალესი ელემენტებითაა შემკული. მათ შორის გამოირჩევა II სართულის განაპირა პილასტრები, რომელთა გულებში დაბალი თაღოვანი ნიშებია. I სართული ღიობები მშვილდათაღიანია. თავად ღიობები და მათი სიმაღლე, სათავსების ფუნქციიდან გამომდინარე, მეპატრონეებს, იატაკის დონემდე აქვთ გაზრდილი, რის გამოც განადგურდა ფანჯრების ქვეშ არსებული ნალესი ორნამენტები. 2010 წლის სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოების დროს, პროექტანტებმა მიზანშეწონილად ჩათავლეს ამ ორნამენტების აღდგენა ხის ვიტრინების ქვედა ნაწილებში. ამავე სართულის მარცხენა განაპირა მხარეს სადარბაზოში ასასვლელი კიბეა და ღიობის თავზე ლითონის წინფრა. სადარბაზოს კარი და კიბე ხისაა, ხისავე რიკულებით. ის მეორე სართულის შიდა აივანზე გადის. II სართულის ღიობები თაღოვანია, ქვედა ნაწილებზე ნაძერწი ორნამენტებით მორთული. ორივე სართულზე ღიობების თავზე დეკორატიული ნალესი დეტალებია. ფასადი სიმეტრიულია ღერძის მიმართ, რომლის მთავარ ელემენტს ხის აივანი წარმოადგენს. მას აჟურული მოდულიონები და მოაჯირი აქვს. ფასადი ოთხი დიდი ზომის სამყურა თაღით არის გახსნილი ქუჩისკენ, რომლებიც ხის მრგვალ სვეტებზეა დაყრდნობილი. სახლის გვერდითი ფასადი შეულესავია და I და სხვენის სართულების ღიობები გამოდის, ხოლო II სართულზე მხოლოდ ნიშებია, აგურის წყობაში გამოყვანილი. სახლის ეზოში გამავალი ფასადი ორივე სართულზე ხის, ღია აივნებით იხსნება. მეორე სართულის აივნის სვეტებს აჟურული ფარდები აქვს, კაპიტელების თავზე კი კბილანებიანი სარტყელია გაყოლებული. აივნების მცირე მონაკვეთები დღეს შემინულია, მაგრამ მთლიანობაში ეზოს ფასადმა ჩვენამდე თავდაპირველი სახით, მნიშვნელოვანი ცვლილებების გარეშე მოაღწია. აღსანიშნავია ფლიგელის I სართულის შუშაბანდში მოყოლილი მრგვალტანიანი კოლონები. სახლი გამზირის არსებულ განაშენიანებაში გამოირჩევა დამახასიათებელი ფასადით და მორთულობით.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4131
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: აღმაშენებელი დავითის გამზ./109
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასასრული
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური; სავაჭრო;ფუნქციის გარეშე;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.79570603
Y: 41.71217689