ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 3120
ObjectID: 3120
ID: 3120
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: სამსართულიანი მსხვილმასშტაბიანი შენობა ორი ქუჩის კუთხეშია აღმართული. მისი ასიმეტრიული, რუსტირებული ფასადი ევროპული ხუროთმოძღვრული ფორმებით არის შემკული. ის, სართულებს შორის გავლებული კარნიზებით სამ ჰორიზონტალურ არედ იყოფა. კომპოზიციის შუა ღერძიდან მარცხნივ განიერი რიზალიტია მოქცეული. ფასადის შუა ღერძზე, რიზალიტის მარჯვენა განაპირა ნაწილში კი შენობაში შესასვლელი კარია გაჭრილი. ყველა სართულს თანაბრად განაწილებული სარკმლები ანაწევრებს. პირველი და მესამე სართულის ფანჯრები სადა საპირეებითა და დეკორატიული მცირე ზომის საჭექი ქვებით არის შემკული. მეორე სართულის ღიობები კარნიზული თაროებითა და რკალური ფრონტონებით არის გაფორმებული, სწორედ ისინია რიზალიტში მოქცეული. ამავე სართულზეა შეკიდული რკინის აჟურული ცხაურით შემოსაზღვრული აივნები. ანალოგიური სამკაულით არის გაფორმებული ანაკლიის ქუჩისკენ მიმართული ფასადი, იმ განსხვავებით, რომ აღნიშნულ მხარეს რკალური ფრონტონები არ გვხვდება და სარკმლებს შორის მოქცეულია პილასტრები. შენობას მცირე ზომის კრონშტაინების მწკრივს დაყრდნობილი კარნიზი აბოლოებს. პირველი სართულის სარკმლებქვეშ, სარდაფის ღიობებია მოქცეული. აგურით ნაშენი თაღოვანი ცალკეული სივრცეები ერთიან სარდაფს ქმნის. აღწერილი საცხოვრებელი სახლი რენესანსის არქიტექტურის ცალკეულ ელემენტებს შეიცავს. მისი ფასადი გააზრებულად და სადად არის გაფორმებული, რაც მის ექსტერიერს თვალსაჩინოს ხდის. მსხვილმასშტაბიანი ნაგებობა მიმდებარე განაშენიანებაში ერთ-ერთი დომინანტია და როგორც უბნისათვის ასევე ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ობიექტია.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 5128
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ჩიტაია გიორგის ქ./21.ანაკლიის ქ./1
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 ს-ის მეორე ნახევარი.
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.80327313
Y: 41.71394026