CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 3115
ObjectID: 3115
ID: 3115
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: საცხოვრებელი სახლი დავით აღმაშენებლის გამზ. # 124-ში მდებარეობს. თარიღდება XIX საუკუნის დასაწყისით. ნაგებობა სამსართულიანია. მისი პირველი სართული სავაჭრო დაწესებულებებს უჭირავს ხოლო დანარჩენი საცხოვრებელს წარმოადგენს. 2009-2011 წელს ჩაუტარდა სარესტავრაციო სამუშაოები. სამშენებლო მასალად გამოყენებულია აგური. პირველი სართული ამჟამად შელესილი და შეღებილია, ხოლო მეორე და მესამე სართულზე აგურის სადა ფასადია დატოვებული. სადა დეკორი აგურითვეა გამოყვანილი. ნაგებობა სწორკუთხა ღიობებით სიმეტრიულადაა დანაწევრებული. შენობის განაპირა მხარეები, რიზალიტებითაა გამოყოფილი ცენტრალური ნაწილისგან.
აღსანიშნავია რკინის ორნამენტირებული აივნები, რომლებიც ფასადზე ასევე სიმეტრიულადაა გადანაწილებული. მიუხედავად შენობის სისადავისა, ის მაღალმხატვრული ღირებულებით გამოირჩევა და მნშვნელოვან ობიექტს წარმოადგენს დავით აღმაშენებლის გამზირის განაშენიანებაში. ეზოს მხარე შუშაბანდიანია, თუმცა ამჟამად ძლიერ გადაკეთებული. მიშენებების გამო პირველი სართულს თითქმის მთლიანად დაკარგული აქვს პირვანდელი სახე. ღია ხის ჭვირული აივანი მხოლოდ მესამე სართულის ერთ მონაკვეთზეა შემორჩენილი.
აღსანიშნავია ეზოში მდებარე სადარბაზო შესასვლელი, სადაც ხის კიბეა განთავსებული. შენობის სარდაფის სიმაღლე დაახლოებით 2.50 მ-დეა. სარდაფში 5 საფეხურიანი სიმაღლის კიბე ჩადის.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4148
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: აღმაშენებელი დავითის გამზ./124
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასასრული
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction:
საცხოვრისი>>ქალაქური;სავაჭრო;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.79494346
Y: 41.71222345