{
  "type" : "Feature",
  "links" : [
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items?f=application%2fjson",
      "rel" : "collection",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "The collection document"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3114?f=json",
      "rel" : "self",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as JSON"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3114?f=text/html",
      "rel" : "alternate",
      "type" : "text/html",
      "title" : "This document as text/html"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3114?f=application/geo+json",
      "rel" : "alternate",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as application/geo+json"
    }
  ],
  "LayerId" : 0,
  "LayerName" : "PS.ImmovableMonumentObjectP",
  "id" : "3114",
  "properties" : {
    "ObjectID" : 3114,
    "ID" : 3114,
    "Name" : "საცხოვრებელი სახლი",
    "FullName" : "საცხოვრებელი სახლი",
    "ComplexName" : "",
    "Description" : "ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი ორი ქუჩის კუთხეშია აღმართული. მისი ექსტერიერი ევროპული არქიტექტურის ელემენტებით არის შემკული. ეგნატე ნინოშვილის ქუჩისკენ მიმართულ სიმეტრიულ ფასადზე ცენტრში და კიდეებში სამი, პირველ სართულზე რუსტირებული, მეორეზე კი კორინთული პილასტრებით მონიშნული რიზალიტებია. სამკუთხა ფრონტონით დასრულებულ ცენტრალურ რიზალიტში შენობაში შესასვლელია გაჭრილი, რომელშიც ხის, ორფრთიანი, მართკუთხა სარკმლებით დანაწევრებული და რკინის ცხაურებით გაფორმებული კარია მოთასებული. სადარბაზოში რკინის მოაჯირით შემოსაზღვრული ქვის კიბეა გამართული. გვერდითა რიზალიტებს ატიკები აბოლოებს. პირველ სართულზე სადა საპირეებით შემოწერილი, პროფილირებული საჭექი ქვით შემკული სარკმლებია ჩამწკრივებული. მეორე სართულზე, პროფილირებულ კრონშტაინებს დაყრდნობილი, სამკუთხა და რკალური, მონაცვლეობით განლაგებული ფრონტონებით დაგვირგვინებული ღიობების რიგია წარმოდგენილი. ამავე სართულზე, ოთხი თანმიმდევრულად შეკიდული აჟურული, მუცლიანი მოაჯირით შემოსაზღვრული აივნებია. კონსტიტუციის ქუჩისაკენ მიმართული ფასადი თითქმის სიმეტრიულია. მასზე რამდენიმე რიზალიტია მონიშნული. სამკუთხა და რკალური ფრონტონებით თანმიმდევრულად განლაგებულ სარკმლებს კი მარცხენა კიდეზე მოქცეული კორინთული პილასტრი ამოლოებს. ფასადს აღნიშნულ მხარესაც აივნები ამკობს. ნაგებობას მეტოპებითა და ტრიგლიფებით დანაწევრებული ფრიზი ასრულებს. \nსახლი ეზოს შემცველია, რომელსაც ის ორი ქუჩის მიმყოლ ღერძზე განლაგებულ ფლიგელებით კუთხით შემოწერს. ვრცელი ეზოსკენ ხის რიკულებიანი და სადა მოაჯირით შემოსაზღვრული ერთიანი აივნებია მიმართული. \nაღწერილი საცხოვრებელი სახლი რენესანსული არქიტექტურის ელემენტებს შეიცავს. მონაცვლეობით განლაგებული რკალური და სამკუთხა ფრონტონები ექსტერიერს რიტმულსა და გაწონასწორებულს ხდის, სწორედ აღწერილი ხერხი ქმნის ნაგებობის მხატვრულ სახეს. ფასადებს შორის დომინანტი სიმეტრიულობით გამოიკვეთება, რომელზეც, თავის მხრივ, რიზალიტების სახით მახვილებია დასმული. ამასთანავე ნაგებობა ეზოს მხრიდან ვრცელ, ერთიან, გახსნილ ტრადიციულ აივნებს შეიცავს, რაც მას თბილისური საცხოვრებლის ელფერს ძენს.  შენობა ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე სამკაულით ნაკლებად მორთულ ნაგებობებს შორის მკაფიოდ გამოირჩევა. ამასთანავე ის ქუჩის სილუეტსა და მხატვრულ სახეს კარგად განსაზღვრავს.",
    "StatusName" : "კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი",
    "StatusDocDate" : "2007-10-01",
    "StatusDocNumber" : "3/181",
    "RegistryN" : "4716",
    "CategoryName" : "ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე",
    "Country" : "საქართველო",
    "Region" : "თბილისი",
    "Municipality" : "თბილისი",
    "Settlement" : "თბილისი",
    "Address" : "ნინოშვილი ეგნატეს ქ./57.კონსტიტუციის ქ./13",
    "Period" : "ახალი და უახლესი ისტორია  _ მე-19-21-ე სს.\u003e\u003eახალი ისტორია _ მე-19 ს.",
    "ExactDate" : "მე-19 საუკუნის შუახანი",
    "DateRangeFrom" : "",
    "DateRangeTo" : "",
    "InitialFunction" : "საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური;",
    "CurrentFunction" : "საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური;",
    "Classification" : "არქიტექტურის",
    "Accuracy" : "სწორია",
    "X" : 44.798291880000001,
    "Y" : 41.716554700000003
  }
}