CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 3112
ObjectID: 3112
ID: 3112
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: XX საუკუნის დასაწყისის ეს მაღალმხატვრული შენობა გეგმარებით კუთხისებრი, ორსართულიანი საცხოვრებელი სახლია, რომელიც მთავარი, დასავლეთის ფასადით ბორჯომის ქუჩაზე გამოდის. შეულესავი აგურით ნაგები შენობა თავდაპირველად თეთრად იყო შეღებილი, მაგრამ დროთა განმავლობაში საღებავის კვალი ჩამოირეცხა და მხოლოდ ნალექისგან შედარებით დაცულ მონაკვეთებზე შენარჩუნდა. სახლი სამხრეთით ოდნავ დაქანებულ რელიეფზე დგას და პლასტიკურად დანაწევრებული, მდიდრული ფასადით იქცევს ყურადღებას. ფასადი მოგრძო პროპორციებისაა და მხატვრულ დამუშავებაში მოდერნის აშკარა და მომხიბლავი გავლენა იგრძნობა. შენობის დასავლეთ ფასადი ქვით მოპირკეთებულ, პროფილირებულ, მაღალ ცოკოლზე დგას და დაგვირგვინებულია აგურის წყობით დეკორირებული კარნიზითა და მაღალი ფრანგული მანსარდებით. ეს უკანასკნელი კრამიტითაა გადახურული და დანაწევრებულია სამერცხლე სარკმლებით. ცოკოლსა და კარნიზს შორის კედლის სიბრტყეებზე მასათა გადანაწილება სიმეტრიულია და კოლოსალური ორდერის ელემენტებს ეფუძნება: სიმეტრიის ღერძზე მცირედ შვერილი რიზალითია მოცემული, რომელიც მაღალი ბაზისების ნახევარკოლონებით არის ფლანკირებული. ბრტყელი პილასტრული სარტყლები გამოჰყოფს შენობის განაპირა ფრთებს, რომელთაგან მარჯვენაში ეზოში შემავალი კარიბჭეა მოთავსებული (ავთენტური ჭიშკრით), მის თავზე დაშენებული ნახევარსართულით. კარიბჭესთან ახლოსაა სადარბაზო შესასვლელი ძალიან მაღალი კარიც (ასევე ავთენტური ხის მოჩუქურთმებული კარით). მრავალფეროვანია ფასადის კარ-სარკმელთა ღიობების ფორმა და დამუშავება. პირველი სართულის ღიობები მშვილდათაღოვანია, საჭექი ქვით გაფორმებული თავსართებითა და აგურის წყობაში ამოღრმავებული რაფისქვედა თაროებით. ნახევარწრიულია ზედა სართულის ღიობები, ანალოგიური ალათების დეკორით, იმ განსხვავებით, რომ ზედა სართულზე ღიობთა თავსართები გადაკეცილი ბოლოებით გვხდება. იერარქიულად მნიშვნელოვანი მეორე სართულის დამატებით სამკაულს წარმოადგენს განაპირა ფრთებში, აივნის ზონაში მოქცეული კარ-სარკმლის რენესანსული სტილიზაციით შექმნილი მოჩარჩოება _ თაღში მოქცეული ღიობთა წყვილი წრით ფრამუგაში. მეორე სართულსავე ამკობს სამი რკინის მოაჯირიანი აივანი, მათგან ცენტრალური _ მოაჯირის გამოზნექილი ფორმით განირჩევა. სადარბაზო შესასვლელი კედელში ღრმად ჩამჯდარ კარს და მის წინ კერამიკული ფილებით მოპირკეთებულ მომცრო იატაკს მოიცავს. კერამიკული ფილები ყვავილოვანი და გეომეტრიული მოტივებით არის გადათამაშებული. აღნიშნული იატაკის გაგრძელებაა სადარბაზოს მოზაიკური ქვის კიბეები, რკინის მოაჯირითა და კანდელაბრით. წვრილად დატიხრული ფრამუგის ქვემოთ მოქცეული კარი კი მოდერნული ნიმუშების მიხედვით შესრულებული, ორნამენტული კომპოზიციებით არის გაფორმებული. ცენტრალურ ფასადს მეზობელი განაშენიანების მომიჯნავე, ყრუ კედლებით ამოყვანილი გვერდითა ფასადები ენაცვლება, ხოლო უკანა, აღმოსავლეთის ფასადი ეზოს გადაჰყურებს. დასავლეთ ფასადი ოდესღაც ხის ღია გალერეებით იხსნებოდა ეზოსკენ, ამჟამად აივნების ნაწილი (და არა უმრავლესობა) შუშაბანდად არის გადაკეთებული. აივნის დეკორატიული ელემენტები ქალაქში აგებული უამრავი, ანალოგიური თარიღისა და ყაიდის სახლების ეზოს ფასადების გაფორმების მსგავსია: ჭვირულ მოაჯირსზე დაყრდნობილი კვადრატული სვეტები კრონშტეინებიან კარნიზს უქმნის კონსტრუქციულ საყრდენს. აღსანიშნავია ეზოს ფასადზე, ქუჩისკენ გამავალი ღრმა გვირაბის თავზე მოქცეული, ოვალური კუთხეებით შედგენილი აივნები, რომლის სრულ მხატვრულ აღქმას ხელს უშლის არსებული უსახური მინაშენები. შენობის ფასადზე კიდევ ერთი მინაშენია ჩრდილოეთ ფრთაზე _ მაღალი სამმარშიანი ხის კიბეებით (უკიდურესად მოძველებული და ავარიულია). სარდაფები პირველი სარდაფის სრულ პერიმეტრს მიჰყვება და სათავსოები დერეფნული სისტემით არის ჩარიგებული. სარდაფების მიახლოებული სიმაღლე 2,80 მეტრია. კეთილმოწყობილი, მაგრამ მოუვლელია ეზო, რომელშიც მომცრო წრიული შადრევანი და ხის სკამ-მაგიდაა ჩადგმული. ეზო მაღალი მაგნოლიებია და კვიპაროსებით არის გამწვანებული. შენობის ფიზიკური მდგომარეობა საკმაოდ რთულია. დაზიანებულია სახურავი, საიდანაც პერმანენტულად ჩამოდის წყალი და აზიანებსჭერსა და საყრდენ კედლებს. წყალი დგება სარდაფებშიც და მუდმივი ტენი საფრთხეს უქმნის ფუნდამენტს. გარდა ამისა, შენობის ცენტრალურ ფასადზე, შუა რიზალითის არეში, ვერტიკალური ღია ბზარია, რომელიც ყურადღებას საჭიროებს. შენობა ჯერ კიდევ მაღალი ავთენტურობის მატარებელია, განსაკუთრებით ქუჩისპირა ფასადის მხარეს. ავთენტურ მთლიანობას არღვევს მინაშენები და გაფართოებული შუშაბანდები ეზოს მხარეს. აუცილებელია შენობის ფიზიკური შენარჩუნება და მისი მხატვრული გადაწყვეტის დაცვა.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 3977
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ბორჯომის ქ./11
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>უახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს
ExactDate: მე-20 საუკუნის დასაწყისი
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.7924082
Y: 41.7193476