CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 3110
ObjectID: 3110
ID: 3110
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: შენობა, რომელიც მრავალბინიან საცხოვრებელ სახლს წარმოადგენს, სამხრეთით ოდნვ დაქანებულ რელიეფზე დგას და ქუჩის მიჯრით განაშენიანებულ ტერიტორიაზე მოგრძო ფსევდო-კლასიცისტური ფასადით იქცევს ყურადღებას. აგურით ნაშენი ორსართულიანი სახლი გეგმარებით დახურული ეზოს ტიპს წარმოადგენს. სახლის ცენტრალური აღმოსავლეთ ფასადი ბორჯომის ქუჩაზე გამოდის. ფასადი შეღებილია და ღია-ოქრა ტონებშია გადაწყვეტილი, განსხვავებით სადარბაზოს შინდისფრად შეღებილი კარისა. საკმაოდ გრძელ ფასადზე რაოდენობაში მოცემული არქიტექტურული ელემენტების მთავარ მაორგანიზებლად ორდერული პილასტრები გვევლინება, რომელიც კედელთა ნალესობაში გამოყვანილ დეკორატიულ რუსტს ზემოდან ედება და ფასადს ხუთ ცალკეულ მონაკვეთად ანაწევრებს (სიმეტრიის ღერძის სადარბაზო შესასვლელის, აივნებისა და ჭიშკრისა და მარცხენა განაპირა ფრთის მონაკვეთებად). ამასთან, როგორც წესი, მხატვრული დატვირთვა სხვაობს სართულების მიხედვით, ამ შემთხვევაშიც, თუკი პირველ სართულზე პილასტრული სარტყლები რუსტისავე წყობით არსი დეკორირებული, ზედა სართულის პილასტრებზე კანელურებით დაღარულ დორიული სვეტის სტილიზაციას ვხდებით. საფასადო კომპოზიციის შემადგენელი ელემენტები სართულშუა დეკორატიულ თაროს ზემოთ და ქვემოთ შემდეგნაირად ნაწილდება: პირველი სართულს იწყებს სარდაფის მომცრო სარკმლებით დაცხრილული ცოკოლი, სიმეტრიის ღერძზე მოთავსებული სადარბაზო შესასვლელის კარი და შენობის მარჯვენა ფრთაში _ ნახევარწრიული თაღის მქონე მაღალი ჭიშკარი; მეორე სართულზე ორი რკინის მოაჯირიანი აივანია შეკიდული (სახელდახელოდ გადახურული), ხოლო ფასადს დენტიკულებით გაფორმებული კარნიზი ასრულებს. ამდენად მასათა გადანაწილება სიმეტრიულია, ხოლო პროპორციები _ სიგანეში წასული. კარ-სარკმელთა ყველა თითოდგარიანი ღიობი სწორკუთხაა (ეზოს ჭიშკრის გარდა) და პროფილირებულ, სადა ჩარჩოებშია მოქცეული; მეორე სართულის სარკმლებს დამატებით ურელიეფო საჭექი ქვები და სარკმლის ქუსლქვეშ, ნალესობაში გამოყვანილი მოკლე თაროების დეკორატიული წყება ამკობს. განსხვავებული ორდგარიანი სარკმელია გაჭრილი ჭიშკრის თავზე მოქცეულ ოთახში. რაც შეეხება სადარბაზო შესასვლელს: ის ოდესღაც რკინის წინფრით უნდა ყოფილიყო გადახურული, რადგან კედლის წყობაში რკინის მოჩუქურთმებული კრონშტეინია ჩამაგრებულ-ჩარჩენილი. აღსანიშანავია სადრაბაზოს ხეში ნაკვეთი კარი, რომელიც რკინის დეკორატიული ცხაურითა და სწორკუთხა ფრამუგით არის გაფორმებული. სადრაბზოს ორმარშიანი კიბეები ასევე ხისაა. შენობის ზურგის ფასადი სრულ პერიმეტრზე უვლის ეზოს გარს, ხოლო გვერდითა ყრუ ფასადებით მეზობელ შენობებს ემიჯნება. ეზოსპირა ფასადი შორს დგას აკადემიური, ორდერული გაფორმებისგან და ორივე სართულზე გახსნილ ქალაქისთვის ტრადიციულ, ხის აივნებიან ღია გალერეებს მოიცავს. აივნების კონსტრუქცია ყრუდ შეფიცრულ მოაჯირებს, კვადრატულ სვეტებსა და კრონშტეინებიან კარნიზს აერთიანებს. აივნებს რკინისა და ხის თითომარშიანი კიბეები ედგმის. სარდაფული ოთახები შენობას მთელ პეიმეტრზე შემოიყვება და მათი მიახლოებული სიმაღლე 2, 20 მეტრია. სახლის შიდა ეზო მყუდრო და ქუჩის ხმაურს მორიდებულია, არის გამწვანებული. ეზოს ფართობს ოდნავ ამცირებს პირველი სართულის ამოშენებულ-გაფართოებული აივნების მოცულობა. შენობის ფიზიკური მდგომარეობა ცუდია, განსაკუთრებით ქუჩის ფასადზე. ამ უკანასკნელზე შეინისნება მრავლობითი წვრილი ბზარები, დაზიანებული და ალაგ-ალაგ ჩამოშლილია ნალესობა, გაშიშვლებული აგურის წყობა მეორე სართულის კარნიზსა და განაპირა კედელთა წიბოებზე მორღვეულია. ეზოს ფასადზე საკმაოდ მოძვლებულია ხის კონსტრუქციები, აივანთა იატაკები მით უფრო. ეზოსი გამოცვლილია ასფალტის საფარი და მეტ-ნაკლებად მოწესრიგებულია სარდაფებში შემავალი წყლის პრობლემები. შენობის აუთენტურობა საკმაოდ შელახულია: პირველ სართულზე ეზოს ჭიშკარსა და სადარაბაზო კარს შორის ბოლო წლებში გამოიცვალა სარკმლები და შეილესა მათი მიმდებარე გარე კედლები და ეს სარემონტო სამუშაოები ძალზე უხეშად, ძეგლისთვის შეუფერებელი სახით და შესაბამისი რეგულაციების დაცვის გარეშე განხორციელდა. ცვლილებებია ეზოს მხარესაც, სადაც აივნების დიდი ნაწილი კედლად ამოშენებულ-დახურულია. გამოცვლილია ეზოს ძველი თუჯისგან ჩამოსხმული ჭვირული ჭიშკარიც, რომელიც მხატვრულად უსახური და ნაკლებად ხარისხიანი რკინის კარით შეიცვალა. მიუხედავად ზემოთქმულისა, შენობა მნიშვნელოვანია ქუჩის ისტორიულ-არქიტექტურული იერსახის შექმნისათვის და აუცილებელია მისი ფიზიკური შენარჩუნება, მისი მხატვრული გადაწყვეტის დაცვა.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 3978
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ბორჯომის ქ./12
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასასრული
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.79230514
Y: 41.71972831