ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 3108
ObjectID: 3108
ID: 3108
Name: რკინიგზის ინსტიტუტი
FullName: რკინიგზის ინსტიტუტი
ComplexName:
Description: ნაგებობა დავით აღმაშენებლის გამზირზე #138-ში მდებარეობს. აქ ამჟამად რკინიგზის ინსტიტუტია განთავსებული. 2009-2011 წლებში მას სარესტავრაციო სამუშაოები ჩაუტარადა თუმცა მხოლოდ ფასადზე. შენობა თარიღდება XX საუკუნის დასაწყისით, და როგორც ჩანს თავდაპირველად საცხოვრებელ სახლს წარმაოდგენდა. შენობა ამჟამად 4 სართულიანია. მეოთხე სართული გვიანი პერიოდისაა, რადგან განსხვავებულია შესრულების და დეკორის თვალსაზრისით. მეოთხე სართული სრულდება პარაპეტით სადაც ნამგალისა და უროს გამოსახულებასთან ერთად რუსული წარწერაა განთავსებული ,,ЗАК ИНСТИТУТ ИНЖ ПУТЕЙ СООБШЕНИЯ’’. პირველ სართულზე სასურსათო მარკეტი და ბანკი ფუნქციონირებს. შენობა ბაროკულ-ეკლექტური არქიტექტურული ელემენტებითაა გაფორმებული. სწორკუთხა ფორმის ღიობთა რიგები ერთმანეთისგან გიგანტური პილასტრებითაა გამოყოფილი. ცენტრალურ ნაწილში ნახევარწრიული ფორმის ერკერია მოთავსებული, რომელიც კორინთული ორდერის სვეტებითა და სხვადასხვა დეკორით არის გაფორმებული. კორინთულკაპიტელიანი სვეტები ასევე შენობის განაპირა მხარეებში მეორე სართულზე, აივნებშიც არის განთავსებული. თითოეული ღიოები ასევე გაფორმებულია. მეორე სართულზე ფორნტონებით ხოლო მესამე სართულზე გირლიანდებით. შენობის დეკორში ჭარბობს ყვავილოვან მცენარეულ მოტივებზე აგებული დეკორი. პირველ სართულზე შესასვლელი კარი ასევე დეკორითაა აქცენტირებული. ეზოს მხარეს დეკორი კლასიციზმის ნიშნებს ატარებს. რუსტირებული პირველი სართული, ერკერებითა და ლითონის აივნებით დანაწევრებული ფასადი, სწორკუთხა და თაღოვანი ღიობებითაა წარმოადგენილი. შენობა მაღალმხატვრული ღირებულებით გამოირჩევა და მისი დაცვა და შენარჩუნება აუცილებელია.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4160
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: აღმაშენებელი დავითის გამზ./138
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>უახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს
ExactDate: მე-20 საუკუნის შუახანი, 1934 წ.
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საგანმანათლებლო, სამეცნიერო>>უმაღლესი სასწავლებელი;
CurrentFunction: საგანმანათლებლო, სამეცნიერო>>უმაღლესი სასწავლებელი;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.79394245
Y: 41.71355012