{
  "type" : "Feature",
  "links" : [
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items?f=application%2fjson",
      "rel" : "collection",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "The collection document"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3107?f=json",
      "rel" : "self",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as JSON"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3107?f=text/html",
      "rel" : "alternate",
      "type" : "text/html",
      "title" : "This document as text/html"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3107?f=application/geo+json",
      "rel" : "alternate",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as application/geo+json"
    }
  ],
  "LayerId" : 0,
  "LayerName" : "PS.ImmovableMonumentObjectP",
  "id" : "3107",
  "properties" : {
    "ObjectID" : 3107,
    "ID" : 3107,
    "Name" : "საცხოვრებელი სახლი",
    "FullName" : "საცხოვრებელი სახლი",
    "ComplexName" : "",
    "Description" : "გეგმით ლათინური ასო U-ს ფორმის სამსართულიანი სახლი მთავარი ფასადით ჭავჭავაძის ქუჩაზე გამოდის. შენობა ატარებს ამპირის და ეკლექტიკის ნიშნებს, თუმც სისადავით გამოირჩევა. ყურადღებას იპყრობს მისი სიმეტრიულობა ღერძის მიმართ. ფასადს ვერტიკალურად ანაწევრებს სამი რიზალიტი. ამათგან ცენტრალურის I სართულზე სადარბაზოს კარი და ეზოში გასასვლელი გვირაბია განთავსებული. სადარბაზოს კარის ფრთები შეცვლილია და ლითონისაა. სადარბაზო სადაა, რკინის მოაჯირიანი, ორმარშიანი კიბით, შემორჩენილია მხოლოდ ფრამუგა. გვირაბის თაღში შემორჩენილია ჭედური ჭიშკარი, საკმაოდ კარგად დამუშავებული ნაჭედი ელემენტებით. II და III სართულებზე შედარებით მოზრდილი, სამფრთიანი ფანჯრებია, რომელთა განაპირა მხარეებს დეკორატიული პილასტრები ამკობს. ღიობებს თავზე სტილიზებული გირლანდები აქვს, შუაში კარტუშით. განაპირა რიზალიტების II და III სართულზე საფასადო სიბრტყე შეწეულია და გვერდებზე მასიური პილასტრები შემოსაზღვრავს. ღიობები ვიწროა და შეწყვილებული. II სართულის ღიობების თავზე მხატვრულად დამუშავებული დეკორატიული ელემენტი ამშვენებს, ხოლო III სართულზე, კარნიზის ქვეშ დეკორატიული ფრიზი. რიზალიტების გვერდით (შეწეული ნაწილები), III სართულის ღიობები სადა საპირეებითაა დამუშავებული, II სართულის კი მათგან განსხვავდება და ფასადის ამ მონაკვეთს საინტერესოს ხდის. ფასადის სწორედ ამ მონაკვეთების ცენტრშია II და III სართულზე ლითონის ჭედური აივნები, რომლებსაც მეტ-ნაკლებად შერჩენილი აქვთ პირვანდელი სახე, თუ არ ჩავთვლით III სართულის აივნის თანამედროვე გადახურვას. პირველი სართულის კედელი დამუშავებულია რუსტირებული ლესვით, ხოლო დანარჩენი ზედა სართულები - ტერაცოთი. \nგვირაბის გავლით ვხვდებით შენობის ეზოში. ეზოს ფასადებს პერიმეტრზე გასდევს ხის შუშაბანდები და აივნები. შიდა ფასადის დეკორატიული ელემენტებიდან ყურადღებას იქცევს ხის სვეტები თავსართებით და ძველი ლითონის მოაჯირები, ხის სახელურებით. ფლიგელებში არის დამატებითი სადარბაზოები. სახლს აქვს სარდაფი, რომელიც შენობის გეგმას მთელ პერიმეტრზე გასდევს, ასევე აქვს მინაშენი. \nშენობის ძირითადი კონსტრუქცია დამაკმაყოფილიებელ მდგომარეობაშია, საინჟინრო კვლევის შემდგომ ზუსტად განისაზღვრება შენობის მდგრადობის ხარისხი და ჩასატარებელი სამუშაოები. \nსახლი მოცულობით, მთავარი ფასადის დამუშავების გადაწყვეტით და გეგმარების სტრუქტურით ქუჩის განაშენიანების შემადგენელია და მისი მხატვრულ-არქიტექტურული სახის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს.",
    "StatusName" : "კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი",
    "StatusDocDate" : "2007-10-01",
    "StatusDocNumber" : "3/181",
    "RegistryN" : "5312",
    "CategoryName" : "ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე",
    "Country" : "საქართველო",
    "Region" : "თბილისი",
    "Municipality" : "თბილისი",
    "Settlement" : "თბილისი",
    "Address" : "ჭავჭავაძე ზურაბის ქ./9",
    "Period" : "ახალი და უახლესი ისტორია  _ მე-19-21-ე სს.\u003e\u003eუახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს",
    "ExactDate" : "მე-20 ს-ის დასაწყისი.",
    "DateRangeFrom" : "",
    "DateRangeTo" : "",
    "InitialFunction" : "საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური\u003e\u003e1900-1921 წწ. ქალაქური საცხოვრისი;",
    "CurrentFunction" : "\nფუნქციის გარეშე;საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური\u003e\u003e1900-1921 წწ. ქალაქური საცხოვრისი;",
    "Classification" : "არქიტექტურის",
    "Accuracy" : "სწორია",
    "X" : 44.797880210000002,
    "Y" : 41.711798909999999
  }
}