CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 3106
ObjectID: 3106
ID: 3106
Name: სსიპ ქ. თბილისის #18 საშუალო სკოლა
FullName: საშუალო სკოლა
ComplexName:
Description: შენობა წარმოადგენს სასწავლო დანიშნულების მასშტაბურ ნაგებობას, რომელშიც სსიპ ქ. თბილისის საჯარო #18-ე სკოლაა განთავსებული. ოთხსართულიანი შენობა სამხრეთით მცირედ დაქანებულ რელიეფზე დგას და დ. არმაშენებლის გამზირსა და მტკვრის მარცხენა სანაპიროს შორის არსებულ განაშენიანებაშია მოქცეული. სკოლის შენობის მთავარი, ჩრდილოეთის ფასადი დ. აღმაშენებლის გამზირის მხარესაა მოქცეული და მნახველის წინაშე ოთხსაფეხურიანი განიერი ქით მოპირკეთებული კიბით გაფორმებული ვესტიბიულის ფართო შესასვლელით წარმოდგება მნახველის წინაშე. მისასვლელი კიბე მარტივი ბრტყელი წინფრით არის გადახურული. აგურით, ბლოკითა და რკინა-ბეტონით ნაგები შენობა გეგმარებით ხაზოვანია. ფასადები უსამკაულო და მხატვრულ გამომსახველობას მოკლებულია. ბაზალტის ფილებით მოპირკეთებულ ცოკოლზე ოთხი სართულის და მაღალი სხვენის კედლებზე სწორკუთხა სარკმლების მთელი რიგია გაჭრილი. სარკმლები სასწავლო დაწესებულებისთვის მიზანშეწონილ განს მნიშვნელოვნად ჩამორჩება _ ისინი მეტისმეტად ვიწროა. შენობის შიგნით დახურული ეზოა მოქცეული. უკანა ფასადი, წინა შეღებილი ფასადისგან განსხვავებით, ქვითაა მოპირკეთებული. შენობის ფიზიკური მდგომარეობა საშუალოა; აქა-იქ ნალესობა და მოპირკეთება ჩამოცვენილია.
StatusName: ობიექტი სტატუსის გარეშე
RegistryN:
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: აღმაშენებელი დავითის გამზ./178
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>უახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს
ExactDate: მე-20 საუკუნის დასასრული
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საგანმანათლებლო, სამეცნიერო>>სკოლა;
CurrentFunction:
საგანმანათლებლო, სამეცნიერო>>სკოლა;
კულტურა;ფუნქციის გარეშე;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.78767253
Y: 41.71973839