{
  "type" : "Feature",
  "links" : [
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items?f=application%2fjson",
      "rel" : "collection",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "The collection document"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3105?f=json",
      "rel" : "self",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as JSON"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3105?f=text/html",
      "rel" : "alternate",
      "type" : "text/html",
      "title" : "This document as text/html"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3105?f=application/geo+json",
      "rel" : "alternate",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as application/geo+json"
    }
  ],
  "LayerId" : 0,
  "LayerName" : "PS.ImmovableMonumentObjectP",
  "id" : "3105",
  "properties" : {
    "ObjectID" : 3105,
    "ID" : 3105,
    "Name" : "საცხოვრებელი სახლი",
    "FullName" : "საცხოვრებელი სახლი",
    "Description" : "სტალინური პერიოდის ერთ-ერთი ცნობილი საცხოვრებელი სახლი აშენებულია 1935-1937 წლებში არქ. მ. კალაშნიკოვის პროექტით. ექვსსართულიანი (VI სართული მოგვიანებით დაშენდა), გრძელი შენობის შუა ნაწილი აქცენტირებულია მხატვრული გაფორმებით, რომლის მთავარი ელემენტია სამი სართულის მომცველი იონიური ორდერი. მოცემულ შუა ნაწილშია მოქცეული ეზოში გამავალი დიდი, კესონებიანი თაღი. ეს ნაწილი შეწეულია და მის გვერდებზე სიმეტრიულადაა განლაგებული სახლის ორი ფრთა, რომლებიც ერთმანეთის იდენტურადაა დამუშავებული. მთავარი ფასადის I სართული ბაზალტის ქვითაა მოპირკეთებული და დანაწევრებულია დიდი ვიტრინებით. ამ სართულზე კომერციული და საოფისე ფართებია. დანარჩენი სართულები საცხოვრებელია. III და IV სართულებზე ჭადრაკულად განლაგებული აივნებია ბალიუსტრებიანი მოაჯირებით. II და V სართულებზე მხოლოდ ფანჯრებია, რომლებსაც პროფილირებული საპირეები და რაფები აქვს. გვერდითი ფრთების კიდეებს II-IV სართულების სიმაღლეზე პილასტრები გასდევს, რომელიც პროფილირებული კარნიზით ბოლოვდება. V სართულზე, პილასტრების გაგრძელებაზე დეკორატიული დაფა აგვირგვინებს. ამ სართულის თავზე დიდი ზომის კარნიზია, დეკორატიულ კრონშტეინებზე გაყრდნობილი. სწორედ ამ კარნიზის თავზე, სხვადასხვა დროს დააშენეს ახალი სართული, რომელიც 2009-2010 წწ. სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებისას ართ სართულად გააერთიანეს. \r\nეზოს ფასადის მარცხენა ნაწილშია შემორჩენილი სახლის თანადროული შუშაბანდი. ფასადის დანაჩენი ნაწილებზე უსახური მინაშენებია და გადაკეთებები. \r\nშენობა წარმოადგენს სტალინური პერიოდის ღირებულ ნიმუშს, რომელსაც არსებითი წვლილი შეაქვს დავით აღმაშენებლის პროსპექტის მხატვრულ-ისტორიული სახის შექმნაში.",
    "StatusName" : "ობიექტი სტატუსის გარეშე",
    "CategoryName" : "ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე",
    "Country" : "საქართველო",
    "Region" : "თბილისი",
    "Municipality" : "თბილისი",
    "Settlement" : "თბილისი",
    "Address" : "აღმაშენებელი დავითის გამზ./147",
    "Period" : "ახალი და უახლესი ისტორია  _ მე-19-21-ე სს.\u003e\u003eახალი ისტორია _ მე-19 ს.",
    "ExactDate" : "მე-19 საუკუნის შუახანი",
    "InitialFunction" : "საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური;",
    "CurrentFunction" : "საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური;",
    "Classification" : "არქიტექტურის,მემორიალური",
    "Accuracy" : "სწორია",
    "X" : 44.792734979999999,
    "Y" : 41.71628381
  }
}