ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 3102
ObjectID: 3102
ID: 3102
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: მე-20 საუკუნის დასაწყისში აგებული ნაგებობა აგურითაა ნაშენი. შენობა 2 სართულიანია, თუმცა 2012 წელს აღმაშენებლის გამზირზე ჩატარებული სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად ნაგებობას დააშენეს სხვენი, რომელიც დანაწევრებულია კლასიცისტური ელემენტებით გაფორმებული სარკმლებით და გადახურულია ჟანგისფერი, კრამიტის იმიტაციის მქონე ლითონის ორფერდა სახურავით. ასევე, ამავე სამუშაოების დროს განახლდა და, გარკვეულწილად, შეიცალა ფასადიც. მოიხსნა და ძველის მიხედვით გაკეთდა ახალი ლითონის აივანი, ასევე ქუჩის მხრიდან სარდაფში ჩასასვლელს გაუკეთდა ლითონის წინფრა. ლითონისავე ორნამენტული გისოსები დამზადდა ახლადდაშენებული სხვენისთვის და ჩაანაცვლა ყრუ, გაუმჭოლი პარაპეტი. ნაგებობის ფასადი ამპირისა და კლასიცისტური არქიტექტურის სინთეზს წარმოადგენს. ფასადის ცენტრალური ნაწილი სიმეტრიულადაა დანაწევრებული სარკმლებისა და კარის ღიობებით, რომლებიც მკაცრად ერთ ვერტიკალურ ხაზზეა წარმოდგენილი. სიმეტრიულობას კიდევ უფრო უსვამს ხაზს სხვენის სარკმლების დანაწილებაც: განაპირა თაღოვანი სარკმლები და შუაში, მეორე სართულის აივნის კარის თავზე მოქცეული ფრონტონიანი სწორკუთხა სარკმელი. სარკმელთა ღიობებია, ასევე შენობის გვერდითა ჩრდილოეთ კედელზე მეორე სართულსა და სხვენზე, ხოლო პირველ სართულზე ცრუ სარკმელია. ნაგებობას ეზოს მხრიდან ხის შემინული შუშაბანდი აქვს, რომლისკენაც ხისავე კიბე მიემართება. სიღრმეში ჩანს ახლადდაშენებული სხვენის ნაწილის სწორკუთხა სარკმლები. გვერდით, ჩრდილოეთის მხრიდან აქვს აგურის ორსართულიანი მცირე მიშენება. გარეგნული დათვალიერებისას არ ჩანს რაიმე მნიშვნელოვანი დაზიანებები, თუმცა მოსახლეობის მიერ მოწოდებული ინფორმაციაზე დაყრდნობით, შენობის სარდაფში ნესტია და ინტერიერში ბზარებია. მთლიანობაში, შენობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. სარეაბილიტაციო სამუშაოების პერიოდში განხორციელებული ცვლილებების მიუხედავად, იგი დღემდე ინარჩუნებს მხატვრულ ღირებულებას და მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქუჩის განაშენიანებაში.
StatusName: ობიექტი სტატუსის გარეშე
RegistryN:
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: აღმაშენებელი დავითის გამზ./81
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>უახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს
ExactDate: მე-20 ს-ის დასაწყისი.
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>1921-1941 წწ. ქალაქური საცხოვრისი;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>1900-1921 წწ. ქალაქური საცხოვრისი;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.79835156
Y: 41.70893703