ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 3101
ObjectID: 3101
ID: 3101
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
Description: ავტორი მ. მელია. საცხოვრებელი სახლი #86 აღმაშენებლის გამზირზე დგას. შენობის მთავარი ფასადი მოედანზე გამოდის. ხუთსართულიანი სახლი ქუჩის და მახლობელი სივრცული განაშენიანების ერთ-ერთ დომინანტად და ორიენტირად გვევლინება. იგი მნიშვნელოვანია ასევე ქალაქგეგმარებითი და ქუჩის იერსახის შექმნისთვისაც. შენობა აგურით არის ნაშენი, შელესილი და შეღებილი (2012 წელს ჩატარებული სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში). შენობას აქვს დაშენება. გაფორმების თვალსაზრისით ნაგებობა ეროვნული სტილის, სტალინური “ამპირის” ნიშნების შემცველია, რაც ღიობების და ცალკეული დეკორატიული ელემენტების გაფორმებაში ვლინდება. ფასადის კომპოზიცია ასიმეტრიულია. შენობის პირველი სართული მთლიანად სხვადასხვა სავაჭრო დანიშნულების ფართობს უკავია. ამ მხარეს ფასადი დიდი, ფართო ღიობებით იხსნება ქუჩისკენ. მეორე სართული სწორკუთხა ფანჯრების თანაბარზომიერი რიტმით ნაწევრდება და აქვე გამოდის ლოჯიაც. მესამე და მეოთხე სართულების გადაეწყვეტა ანალოგიურია: აქაც კედლის სიბრტყეს ფანჯრების რიტმი ანაწილებს, რომელთა შორისაც გამოდის მძლავრი სვეტებით ფლანკირებული აივნები. ბოლო სართული მეორე და მესამე სართულბის მსგავსად ფანჯრებით ნაწევრდება, თუმცა აქ ერთგვარ აქცენტს ქმნის სვეტებით ფლანკირებული და ფრონტონით დასრულებული, შპილებიანი მოცულობა. ნაგებობის ფასადის მთელ პერიმეტრს შემოსდევს ქვის რიკულებიანი ბალუსტრადა. ანალოგიურადაა გაფორმებული შენობის გვერდითი ფასადებიც. შენობის ეზოში მოხვედრა მარჯანიშვილის ქუჩის მხრიდანაა შესაძლებელი. ეზო სწორკუთხაა. ამ ხარეს სახლს აქვს მინაშენი. ფასადის ეს ნაწილი ფართო ფანჯრებია და აივნებით იხსნება. გარკვეულ ნაწილებში ფასადს სახე აქვს შეცვლილი (სარემონტო სამუშაოები, შეცვლილი ფანჯრები). აღსანიშნავია ლითონის კიბეები. სადარბაზოების მიმოხილვისას ყურადღებას იქცევს ქვის კიბე და ლითონის მოაჯირი. შენობის ისტორიულ-კულტურული და ქალაქგეგმარებითი მნიშვნელობიდან გამომდინარე მიზანშეწონილია მასზე სარესტავრაციო სამუშაოების შესრულება.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4243
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: აღმაშენებელი დავითის გამზ./86
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>უახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს
DateRangeFrom: 1947
DateRangeTo: 1949 წწ.
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>1921-1941 წწ. ქალაქური საცხოვრისი; საცხოვრისი>>ქალაქური>>1945-1960 წწ. ქალაქური საცხოვრისი; სავაჭრო;მემორიალური >>პიროვნებასთან დაკავშირებული;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>1921-1941 წწ. ქალაქური საცხოვრისი; საცხოვრისი>>ქალაქური>>1945-1960 წწ. ქალაქური საცხოვრისი; სავაჭრო; მემორიალური >>პიროვნებასთან დაკავშირებული; კომუნალური მეურნეობისა და საყოფაცხოვრებო მომსახურეობის>>კვების ობიექტი>>კაფე, ბარი; კომუნალური მეურნეობისა და საყოფაცხოვრებო მომსახურეობის>>კვების ობიექტი>>რესტორანი;ფუნქციის გარეშე;
Classification: არქიტექტურის,ქალაქთმშენებლობის (ურბანული),მემორიალური
Accuracy: სწორია
X: 44.79722764
Y: 41.70907638