{
  "type" : "Feature",
  "links" : [
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items?f=application%2fjson",
      "rel" : "collection",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "The collection document"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3100?f=json",
      "rel" : "self",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as JSON"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3100?f=text/html",
      "rel" : "alternate",
      "type" : "text/html",
      "title" : "This document as text/html"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3100?f=application/geo+json",
      "rel" : "alternate",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as application/geo+json"
    }
  ],
  "LayerId" : 0,
  "LayerName" : "PS.ImmovableMonumentObjectP",
  "id" : "3100",
  "properties" : {
    "ObjectID" : 3100,
    "ID" : 3100,
    "Name" : "ვ. ჭაბუკიანის სახ. საბალეტო სკოლა",
    "FullName" : "ვ. ჭაბუკიანის სახ. საბალეტო სკოლა",
    "ComplexName" : "",
    "Description" : "შენობა მდებარეობს გ. ჩუბინაშვილის ქუჩის შუა წელზე. იმპოზანტური ფასადით და ზომით, ის დომინირებს ირგვლივ არსებულ განაშენიანებაზე. ქუჩის ამ მცირე მონაკვეთზე შედარებით, მსხვილი მოცულობის საზოგადოებრივი დანიშნულების ნაგებობები დგას. მათი დინჯი რიტმი და სოლიდური ფასადები განსაკუთრებული მნიშვნელობითაა ხაზგასმული. \nნაგებობა სამსართულიანია, ნაშენია ახალი აგურით. გეგმა სწორკუთხა მოხაზულობისაა, ორი ნახევარწრიული ერკერით ეზოს მხრიდან. ფასადზე ჩანს კლასიცისტური, გვიანი მოდერნისა და ადრეული კონსტრუქტივიზმისთვის დამახასიათებელი, ხუროთმოძღვრული ფორმები. ქუჩის მხარეს არსებული, შელესილი და შეღებილი, მთავარი ფასადი სამ აბზაცადაა დაყოფილი. თითოეული მათგანი მრუდხაზოვანი ფრონტონითაა დასრულებული. ფასადის მთავარი ღერძი ცენტრალური რიზალიტია, სადაც საპარადო შესასვლელია მოწყობილი. იგი პილასტრისებრ, რუსტირებულ შვერილებს შორის მოქცეულ, სწორკუთხა ღიობს წარმოადგენს. მეორე და მესამე სართულები ორდერითაა დამუშავებული - ანტაბლემენტით დასრულებული, ორ სართულზე უწყვეტად ამართული სამწახნაგა მძლავრი ნახევარსვეტები. ანტაბლემენტის ფრიზის არე სკულპტურული გამოსახულებითაა შემკული, ხოლო ნახევარსვეტებს შორის  არსებული მანძილი მთლიანად შემინულია. \nშენობის გვერდითი აბზაცების კიდურა ნაწილები რუსტიკითაა ხაზგასმული, ხოლო მეორე და მესამე სართულებზე ამართულ ნახევარსვეტებს შორის რიტმულადაა ჩარიგებული სწორკუთხა მოხაზულობის განიერი ფანჯრის ღიობები. პირველი სართულის თაღოვანი გალერეის ზედაპირი \"რუსტიკითაა\" დამუშავებული. თაღედის სიღრმეში ბრტყელთაღიანი ფანჯრებია ჩართული. ნაგებობა დასრულებულია ტალღისებური სახურავით. \nეზოს მხარეს, მთელ პერიმეტრზე რიტმულად ჩარიგებული განიერი სარკმლებია. შენობის ცენტრალური ნაწილის ეზოს ფასადი შეულესავი აგურისაა, როგორც ზემოთ ითქვა, ორივე მხრიდან ის ფლანკირებულია გეგმაში ნახევარწრიული მოხაზულობის, სამ სართულზე ამართული ერკერებით. ცენტრში შესასვლელია განთავსებული. ეზოს ფასადის გვერდითი ნაწილები შელესილი და შეღებილია. ეზოში განლაგებულია შენობის თანადროული ერთსართულიანი, დამხმარე სათავსები. ნაგებობა აგებულია XX საუკუნის პირველ მეოთხედში. დაახლოებით 1940-იან წლებში აქ განთავსებული იყო სახელოსნო სასწავლებელი, შემდეგ ინდუსტრიული ტექნიკუმი. ბოლო დრომდე იგი თბილისის ქორეოგრაფიული საწავლებლის შენობას წარმოადგენდა. ამჟამად, შენობა უფუნქციოა, მისი ფიზიკური მდგომარეობა უმძიმესია და სასწრაფოდ ითხოვს ჩარევას. \n",
    "StatusName" : "კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი",
    "StatusDocDate" : "2007-10-01",
    "StatusDocNumber" : "3/181",
    "RegistryN" : "5160",
    "CategoryName" : "ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე",
    "Country" : "საქართველო",
    "Region" : "თბილისი",
    "Municipality" : "თბილისი",
    "Settlement" : "თბილისი",
    "Address" : "ჩუბინაშვილი გიორგის ქ./49",
    "Period" : "ახალი და უახლესი ისტორია  _ მე-19-21-ე სს.\u003e\u003eუახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს",
    "ExactDate" : "მე-20 საუკუნის დასაწყისი",
    "DateRangeFrom" : "",
    "DateRangeTo" : "",
    "InitialFunction" : "საგანმანათლებლო, სამეცნიერო;",
    "CurrentFunction" : "სხვა;",
    "Classification" : "არქიტექტურის",
    "Accuracy" : "სწორია",
    "X" : 44.799624850000001,
    "Y" : 41.716350310000003
  }
}