ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 30
ObjectID: 30
ID: 30
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: შენობა ამირეჯიბის ქუჩაზე მდებარეობს და თავისი პროპორციით ქუჩის საერთო მასშტაბს რამდენადმე განსაზღვრას. ორსართულიანი აგურით ნაშენი შენობა, ძირითადი ფასდით ამირეჯიბის ქუჩისაკენ იხსნება. ფაქტობრივად, მცირე სივრცობრივი მონაკვეთის -ეზოს საშუალებით, ქუჩის მხრიდან ერთდროულად არის შესაძლებელი შენობის ძირითადი და შიდა, ეზოს ფასდის დანახვა. საკმაოდ მაღალი პარაპეტი სახლის პროპორციას ერთიორად ზრდის. ფასადის კუთხეებში დატანილი ვერტიკალური პილასტრისებრი შვერილებითა და სადა კარნიზით ერთგვარი ჩარჩო იკვრება, რომელიც კომპოზიციას კრავს. კედლის ძირითადი სიბრტყე ღიობთა და მათ ქვეშ მოქცეული მართკუთხა შეღრმავებებით რიტმული მონცვლეობთ ისერება, მარტივი ლავგარდანი სართულებს ერთმანეთისგან გამოჰყოფს. ღიობებს, ასევე, აგურის წყობაში ამოყვანილი თავსართი ამშვენებს, ხოლო მათ თავზე, ცენტრში, ასევე აგურის წყობითვეა გამოყვანილი დეკორატიული საჭექი ქვები. შენობის პირველ სართულზე სადარბაზოს ხის სადა კარია განთავსებული, საიდანაც ეზოში მოხვედრაა შესაძლებელი. ეზოს მხარეს ხის აივანი ორსართულიანია, ხის სვეტებითა და ჭვირული ელემენტებით. სვეტებს შორის ხის მოხარატებული ელემენტები ძალზედ საინტერსო ნახატს ქმნის, დენადი ფორმები, მცენერეული ორნამენტებით არის ნაკარნახები. სტილისტურად აღნიშნული დეკორი მოდერნის სტილის ხასაითს ეხმიანება. მეორე სართულის აივანს, ეზოსთან, გვიანი ორმარშიანი, თუნუქის სახურავით დაფარული კიბე აკავშირებს, რომელიც სახლის თავდაპირველ იერსახეს არღვევს. შენობა სივრცულ-სტრქტურლი ელემენტებითა თუ მხატვრული გამომსახველობით, თელავის არქიტექტურის ძალზედ საინტერესო ნიმუშს წარმოადგენს.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2006-02-23
StatusDocNumber: 3/46
RegistryN: 100
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: კახეთი
Municipality: თელავი
Settlement: თელავი
Address: ჭ. ამირეჯიბი/8
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.; უახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს
ExactDate: მე-19 ს. ბოლო, მე-20 ს. დასაწყისი
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი;
CurrentFunction: საცხოვრისი;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 45.4791501
Y: 41.9171547