ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 3099
ObjectID: 3099
ID: 3099
Name: პროფილაქტიკისა და აღდგენითი თერაპიის ცენტრი
FullName: პროფილაქტიკისა და აღდგენითი თერაპიის ცენტრი
ComplexName:
Description: აღნიშნულ მისამართზე განთავსებული, ორსართულიანი სახლი აგებულია ე.წ. "ქართული აგურით" და გეგმაში ლათინური "უ"-ს მაგვარია. გ. ჩუბინაშვილის ქუჩაზე გამავალი, განაშენიანებაში ჩართული ფასადი შელესილი და შეღებილია. ფასადის მარცხენა, განაპირა ნაწილში ეზოში შესასვლელი სწორკუთხა გვირაბია გაჭრილი. გვირაბისა და ფასადის მარჯვენა, განაპირა ნაწილებში სადარბაზოს კარებია მოთავსებული. სადარბაზოებს შორის კედელი ცოკოლითაა ამაღლებული და სწორკუთხა ფანჯრებით ნაწევრდება. ყოველ მათგანს სამი მხრიდან არშია ევლება, ქვედა ნაწილებში კი ყველას საერთო, ჰორიზონტალური სარტყელი აჩარჩოვებს. ზემოდან ღიობები სანდრიკებითაა დაგვირგვინებული, რომელთა გულები ნაძერწი გირლიანდებითაა შემკული. სართულებს შორის შვერილი სარტყელია გავლებული. მეორე სართულის ცენტრალურ ნაწილში, ორი ღიობის მომცველი (მარჯვენა კარისაა) ლითონის აჟურულმოაჯირიანი, შეკიდული აივანია მიდგმული. სართულის ყველა ღიობის მორთულობა პირველი სართულის ღიობთა მსგავსადაა გადაწყვეტილი, მხოლოდ, სანდრიკები აქ უკვე მშვილდა ფრონტონებით არის დაგვირგვინებული, ღიობთა ქვედა კედელი კი სწორკუთხა უბეებითაა აქცენტირებული. ორივე სართულს შუა და განაპირა ნაწილებში ხაოიანი ზედაპირის მქონე, რუსტებისაგან შედგენილი პილასრტები აუყვება. მთლიანად ფასადი სრულდება მორთული ფრიზით, რომლის ქვეშაც სარტყელი, ზემოდან კი შვერილი კარნიზია გავლებული. ეზოს მხარეს არსებული აივნები ამჟამად, ამოშენებული, ზოგ ნაწილში კი შემინულია. სახლი აგებული უნდა იყოს XIX საუკუნის მიწურულში. მისი ქუჩისპირა, ეკლექტური ფასადი გადაწყვეტილია რენესანსულ და ბაროკულ სტილში.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 5151
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ჩუბინაშვილი გიორგის ქ./30
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 ს-ის დასასრული.
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საგანმანათლებლო, სამეცნიერო;
CurrentFunction: ჯანდაცვა და სოცუზრუნველყოფა>>საავადმყოფო;საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.801205
Y: 41.7132131