ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 3098
ObjectID: 3098
ID: 3098
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: დღევანდელი გიორგი ჩუბინაშვილის ქუჩა გრძელი და მეჩხერად გამწვანებული ქუჩაა. თავიდან მას "Андреская улица" ეწოდებოდა.Aსაბჭოთა ხელისუფლების წლებში ორჯონიკიძის სახელი დაერქვა, ხოლო 1990 წლიდან გ. ჩუბინაშვილის სახელს ატარებს. ქუჩის მხატვრულ სახეს ძირითადად XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე აგებული ორ-სამ სართულიანი შენობები ქმნიან. ამ ქუჩას უბნის სხვა ქუჩებთან შედარებით, უფრო მეტად აქვს შენარჩუნებული ისტორიული სახე. #37 მდებარე შენობაც თავისი მიმზიდველი ფასადით ერთ-ერთი გამორჩეულია და მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქუჩის მხატვრულ-ისტორიული სახის ჩამოყალიბებაში. ორსართულიანი სახლი ე.წ. "ქართული აგურითაა" ნაშენი.A მთავარი ფასადით ის გ. ჩუბინაშვილის ქუჩაზე გამოდის და საკმაოდ, ვრცელ ტერიტორიას მოიცავს. ფასადი შელესილია და რუხი შეფერილობისაა. ამჟამად, ალაგ-ალაგ ბათქაში ჩამოცვენილია და აგურის წყობა ჩანს. ფასადი სისადავით ხასიათდება. პროფილირებული სარტყელით გამიჯნული სართულები ფანჯრების სწორკუთხა ღიობებითაა დანაწევრებული, რომელთაც ირგვლივ ჩარჩო შემოუყვება. მათ შორის კი კედლის სიბრტყე ჰორიზონტალური ღარების მეშვეობითაა დამუშავებული. მათ ზემოთ, პირველ სართულზე კედლის სიბრტყე ოდნავ დახრილი, ვერტიკალური ხაზებითაა დანაწევრებული. ზედა სართულის ფანჯრები კი შედარებით უფრო უხვადაა შემკული. სადა საპირის ცენტრი პლასტიკურად ნაძერწი საჭექი ქვითაა აქცენტირებული. მათ ზემოთ კი პროფილირებული თავსართებია დასმული. ასევე ნაძერწი დეტალებითაა აღნიშნული ჩარჩოს ძირები, რომელთა ქვეშ მთელ ფასადს გასდევს მსუბუქი სარტყელი. შენობა პროფილირებული კარნიზითა და პარაპეტით გვირგვინდება. ეს უკანასკნელი ფასადის ცენტრში ოდნავ უფრო ამაღლებულია და ოთხი პილასტრითაა შემკული. კიდურა პილასტრები გლუვია, ხოლო, შუა პილასტრებიდან ერთი კანელურებიანია, მეორეს კი ბათქაში მთლიანად მოცილებული აქვს და როგორც ჩანს, თავდაპირველად ისიც კანელურებიანი იქნებოდა. ფასადს ასევე ამშვენებს ზედა სართულზე გამომავალი ორი, შეკიდული, ლითონის აივანი, აჟურული მოაჯირით. ფასადის ცენტრში მოთავსებულია სადარბაზო და შიდა ეზოში შემავალი, რკინის ალაყაფის ჭიშკარი. მას გვირაბში შევყავართ, რომლის გავლის შემდეგაც სწორკუთხა ფორმის ეზოში ვხვდებით. შენობა ეზოს ოთხივე მხრიდან უვლის. აქ მას დაკარგული აქვს თავდაპირველი სახე, ნაწილობრივ შემინული, ნაწილობრივ კი ამოშენებულია. ზედა სართულზე, ზოგ მონაკვეთში, გადახურულ აივნებს ვხვდებით. სახლი ცუდ ფიზიკურ მდგომარეობაშია. კედლები დაბზარულია. გიორგი ჩუბინაშვილის ქუჩის #37 მდებარე შენობა ღირებულია და მისი შენარჩუნება აუცილებლია. შენობა აგებული უნდა იყოს XIX საუკუნის ბოლო მეოთხედში. იგი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქუჩის მხატვრულ-ისტორიული სახის ჩამოყალიბებაში.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 5153
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ჩუბინაშვილი გიორგის ქ./37
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>უახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს
ExactDate: მე-20 საუკუნის დასაწყისი
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.80056751
Y: 41.71513989