ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 3097
ObjectID: 3097
ID: 3097
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: სახლი მთავარი ფასადით დავით აღმაშენებლის პროსპექტზე გადის. იგი ორსართულიანია, ატიკის სართულით. შენობა აგურით არის ნაგები, პროსპექტის მხარეს შელესილია და დაფერილი. სწორკუთხა ღიობებით გახსნილ პირველ სართულზე ბაზის ბანკის ფილიალია განთავსებული. მეორე სართული საცხოვრებელი დანიშნულებისაა. მისი ცენტრალური ნაწილი ხუთი სწორკუთხა ღიობით არის დანაწევრებული. სადა, დეკორატიულ გაფორმებას მოკლებულ ღიობთაგან ოთხი ფანჯარაა, ხოლო შუა _ აივნის კარი, რომელიც ლითონის აჟურულმოაჯირიან აივანზე გამოდის. აივნის ასევე აჟურული მოდულიონები სართულშუა პროფილირებული სარტყლის არეშია შეჭრილი. განსხვავებულად არის გადაწყვეტილის ფასადის მარჯვენა განაპირა მონაკვეთი. აქ მოწყობილია დიდი ღიობი ნახევარწრიული თაღით. მასში ჩასმულია შეწყვილებული ფანჯარა შეისრული თაღებით. ფასადი სრულდება ატიკის სართულით (თაღოვანი ღიობებით), რომელზეც მცირე ზომის პილასტრებია განთავსებული. სახურავი თუნუქის ე.წ. "ქერცლით" არის დაფარული. ეზოს მხარეს სახლი ძლიერ გადაკეთებულია და პირვანდელი სახე დაკარგული აქვს. პირველი სართულის მონაკვეთში გვიანდელი მინაშენებია. შენობას მასშტაბით და ზომიერი მორთულობით წვლილი შეაქვს დავით აღმაშენებლის პროსპექტის მხატვრულ-ისტორიული სახის შექმნაში.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4166
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: აღმაშენებელი დავითის გამზ./144
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>უახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს
ExactDate: მე-20 საუკუნის დასაწყისი
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.79331359
Y: 41.71467181