CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 3096
ObjectID: 3096
ID: 3096
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: საკვლევი სახლი სამსართულიანია, აგურით ნაშენი და მთავარი ფასადით ტოვსტონოგოვის ქუჩაზე გამოდის. სახლის გეგმას ლათინური ასო U-ს ფორმა აქვს. შენობის ფასადი არ გამოირჩევა მორთულობით, იგი საკმაოდ სადაა. შენობას აქვს საშუალო არქიტექტურულ-მხატვრული ღირებულება. მთავარი ფასადი სიმეტრიულია ღერძის მიმართ. მას სამ ნაწილად ჰყოფს ფასადის სიბრტყიდან მცირედ გამოწეული ორი რიზალიტი, რომელებიც ისევეა დამუშავებული, როგორც ფასადის დანარჩენი ნაწილი. II და III სართულის მცირე ნაწილი მოსახლეობის მიერ არის გადაღებილი. მთავარი ფასადის სამივე სართულს ანაწევრებს ღიობების რიტმი, ჰორიზონტალურად გასდევს ნალესი კარნიზები. საფასადო სიბრტყე დამუშავებულია დაბალი რუსტირებული ლესვით. შენობის სამივე სართულის ღიობები მორთულია პროფილირებული საპირეებით. მთავარი ფასადის II და III სართულებზე ლითონის აივნებია, რომლებსაც მეტ-ნაკლებად შემორჩენილი აქვთ პირვანდელი სახე. ფასადის ცენტრშია მოქცეული სადარბაზოში შესასვლელი და ეზოში გასასვლელი გვირაბი, რომელსაც ლითონის ჭიშკარი აქვს, ნაჭედი ელემენტებით. სადარბაზოს კარი შეცვლილია თანამედროვე, რკინის კარით. სადარბაზო სადაა, ლითონის მოაჯირიანი, ორმარშიანი კიბით. გვირაბის გავლით ვხვდებით შიდა ეზოში. ეზოს ფასადებს პერიმეტრზე გასდევს ხის შუშაბანდები, რომელთა ნაწილს შერჩენილი აქვს პირვანდელი სახე, ხოლო ნაწილი მოსახლეობის მიერ არის სახეცვლილი, თანამედროვე მასალით მოპირკეთებული. II სართულზე ხის აივანია, რომელსაც აქვს ჭვირული მოაჯირი. აივნის სვეტებზე შემორჩენილია პროფილირებული თავსართები. სახლს ეზოს მხრიდან აქვს ორი ლითონის ხვეული კიბე, რომლითაც ვხვდებით ზედა სართულებზე. ეზოს მხრიდან ორ ადგილას სარდაფში ჩასასვლელია. სარდაფი სახლის მთელ პერიმეტრზეა. შენობის ძირითადი კონსტრუქცია დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაშია (იგულისხმება კედლები), მხოლოდ ნალესობაა დაზიანებული. საინჟინრო კვლევის შემდგომ ზუსტად განისაზღვრება შენობის მდგრადობის ხარისხი და ჩარევის დონეც.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4924
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ტოვსტონოგოვი გიორგის ქ./11
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>უახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს
ExactDate: მე-20 საუკუნის დასაწყისი
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.79634164
Y: 41.71381297