ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 3095
ObjectID: 3095
ID: 3095
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი, რომელიც ორი ქუჩის კუთხეშია აღმართული, სარკმლებით დანაწევრებული მანსარდით სრულდება. ქუჩას მიმყოლი ფასადები ასიმეტრიულია. კონსტიტუციის ქუჩისკენ მიმართულ ფასადზე, კომპოზიციის ცენტრში რკინის აჟურული ცხაურით შემოსაზღვრული აივანია შეკიდული, შუა ღერძიდან მარჯვნივ კი შენობაში შესასვლელი ერთ-ერთი კარია გაჭრილი. უნდა ვივარაუდოთ, რომ ის გვიან არის გაჭრილი და ფასადის თავდაპირველ, სიმეტრიულ კომპოზიციას არღვევს. აივანზე ერთი კარი გადის, რომლის ორსავ მხარეს თითო-თითო სარკმელია მოქცეული. აღწერილ კომპოზიციას, ისევე, როგორც მთელ ფასადს, აქეთ-იქიდან, კომპოზიტური კაპიტელებით დაგვირგვინებული, მაღალ, პროფილირებულ, გირლანდებით შემკულ ბაზისებზე შემდგარი პილასტრები საზღვრავს. მიხეილ წინამძღვრიშვილის ქუჩისაკენ გამავალი გრძივი ფასადი ერთმანეთთან მჭიდროდ და არათანმიმდევრულად განლაგებული ღიობებით არის დანაწევრებული. მათ შორის, დრო და დრო, კომპოზიტური პილასტრებია მოქცეული. შენობის ტანის შუა ნაწილზე ეზოს თაღოვანი გვირაბია გაჭრილი. მის აქეთ-იქით, არათანაბარი დაშორებით, სადარბაზოში შესასვლელი ხის ორფრთიანი, მართკუთხა, დიდი ზომის სარკმლებითა და რკინის აჟურული ცხაურებით გაფორმებული კარია მოთავსებული. გრძივი ფასადზე განაწილებული სარკმლების მწკრივები პირველ სართულზე საჭექი ქვის მოხაზულობის რუსტებით არის შემკული, მეორე სართულის ღიობებს კი ნიჟარის გამოსახულებით შუაზე გაყოფილი თაღოვანი ფრონტონები აგვირგვინებს. ერთმანეთის მიჯრით განლაგებული განმეორებადი ფრომები ფასადს რიტმულსა და გაწონასწორებულს ხდის. ანალოგიური სამკაულით არის შემკული კონსტიტუციის ქუჩისკენ მიმართული ფასადიც. ნაგებობას პროფილირებული, მეტოპებითა და ტრიგლიფებით დანაწევრებული ფრიზი ასრულებს. აღსანიშნავია, რომ სადარბაზოში შუქფარნის ფრაგმენტით გაფორმებული, ორ კედელს შორის მოქცეული კიბეა მოწყობილი. იატაკი მეანდრული ორნამენტით არის წარმოდგენილი, შესასვლელშივე კი გვხვდება წარწერა - შALVE. შენობა ვრცელი ეზოს შემცველია, რომელსაც ის სამი მხიდან ერტყმის. მისკენ მიმართული ფასადი ხის ჭვირული მოაჯირითა და ჩუქურთმებით გაფორმებული ღია აივნებით, გვიანი ამოშენება-გადაკეთებებითა და შუშაბანდებით არის წარმოდგენილი, რომლებიც ნაგებობას კუთხით შემოწერს. სართულები ეზოს, აივნების ფარგლებში მოქცეული ხის კიბეების გარდა, ეზოს სივრცეში შეჭრილი კიბეებითაც უკავშირდება. აღწერილი საცხოვრებელი სახლი ბაროკულ-როკოკული ელემენტებით უხვად არის შემკული, რაც მას პომპეზურობისა და საზეიმო ელფერს მატებს. ფასადების შემამკობელი დეტალები თითქოს ყოველგვარი გააზრების გარეშე ქაოტურად არის განაწილებული, მაგ., არათანაბრად განაწილებული სარკმლები, შუა ღერძიდან სხვადასხვა მანძილით დაშორებული ღიობები, გარკვეულ მონაკვეთებზე მოქცეული პილასტრები და ა.შ. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ერთ მწკრივად განლაგებული ფროტონების რიგს საფასადე ,,არეულობა” მწყობრში მოყავს და მას გაწონასწორებულს ხდის. ევროპული ხუროთმოძრვრული სამკაულით გაფორმებული ქუჩისკენა ფასადს, ეზოსკენ ტრადიციული ხის აივნები და შუშაბანდები ერთვის, რაც სახლს ორსახოვნებას ანიჭებს. ნაგებობის მნიშვნელობას ქუჩათა კვეთის განმსაზღვრელის როლი და მიმდებარე განაშენიანებაში მისი დანიშნულება ერთი-ორად ზრდის.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4491
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: კონსტიტუციის ქ./1.წინამძღვრიშვილი მიხეილის ქ./117
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასასრული
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.79642107
Y: 41.71561004