ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 3093
ObjectID: 3093
ID: 3093
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
Description: საცხოვრებელი სახლი დავით აღმაშენებლის გამზირზე #116-ში მდებარეობს. თარიღდება XIX საუკუნის ბოლო პერიოდით. ნაგებობა ერთ-ერთ დომინანტ ობიექტს წარმოადგენს დ. აღმაშენებლის გამზირის განაშენიანებაში. 2010 წელს მასზე სარესტავრაციო სამუშაოები განხორციელდა, რის შედეგადაც ფასადს იერსახე შეეცვალა. შენობა ქუჩის მხარეს სამსართულიანია. ამათგან პირველი სართული ნახევარსარდაფის ტიპისაა, ხოლო მესამე სართული კი მანსარდული. სამშენებლო მასალად გამოყენებულია აგური. ფასადი როგორც უკვე ზემოთ აღვნიშნეთ, ამჟამად გადაკეთებულია. პირველ და მეორე სართულზე, ცენტრალურ ნაწილში, სადაც ფრონტონიან გადახურვას ვხვდებით, ნაგებობას დამატებული აქვს ხის ჭვირული აივნები. შენობის დეკორი სადაა. ნაგებობა პირველ სართულზე სწორკუთხა ღიობებით, ხოლო მეორეზე _ თაღოვანი ღიოებებითაა დანაწევრებული. მეორე სართულის ღიობები მოჩარჩოებულია დეკორით. აღსანიშნავია ასევე მათი ალათები. პირველი სართული სავაჭრო და საკვებ ობიექტებს უჭირავს. მეორე სართულზე ოფისებია განლაგებული, მესამე სართული საცხოვრებელია. შენობა ეზოს მხრიდან ხის რიკულებიანი, ასიმეტრიულად განაწილებული აივნებითაა შემოსაზღვრული. ეზოს ფასადს პირველ სართულზე მიშენება აქვს. ამის გამო შენობის ამ ნაწილს პირვანდელი სახე დაკარგული აქვს . ნაგებობა საინტერესო არქიტექტურულ ნიმუშს წარმოადგნეს. მისი დაცვა და შენარჩუნება აუცილებელია.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4139
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: აღმაშენებელი დავითის გამზ./116
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასასრული
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: სავაჭრო; კომუნიკაციის>>ტელეფონის ჯიხური;კომუნალური მეურნეობისა და საყოფაცხოვრებო მომსახურეობის>>კვების ობიექტი>>რესტორანი;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.79546065
Y: 41.71157884