ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 3090
ObjectID: 3090
ID: 3090
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: ეს ნაგებობა 1940-იანი წლების დასასრულს გერმანელი ტყვეების უშუალო მონაწილეობით აშენდა და ე.წ. სტალინური არქიტექტურის ომისშემდგომი პერიოდის ერთ-ერთ დამახასიათებელ, ელიტური საცხოვრებელი სახლის ნიმუშს წარმოადგენს. 2012-2013 წლებში გ. ცაბაძის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს განახლდა ამ შენობის მთავარი ფასადი და გამოიცვალა სახურავი. ნაგებობა გ. ცაბაძის ქუჩის მოცემული მონაკვეთის ერთ-ერთი მაღალი და პარადული ნაგებობაა. ხაზოვანი გეგმის მქონე ხუთსართულიანი საცხოვრებელი სახლი, ორი სადარბაზო შესასვლელით ქუჩის მხრიდან, სამხრეთით ოდანვ დაქანებულ რელიეფზე დგას. მის ასაგებად გამოყენებულია იმ დროის ტექნიკური სიახლე პემზა-ბეტონის არმირებული კონსტრუქციები. შენობა მთავარი, კაპიტალურად ამოყვანილი მონუმენტური დასავლეთის ფასადით ეროვნულ სტადიონს გადაჰყურებს. აღმოსავლეთის უკანა ფასადი ეზოსპირია, გვერდითა ფასადები ყრუა და მეზობელ ნაგებობებს ემიჯნება. რთული დეკორატიული დანაწევრებით გამორჩეული დასავლეთის ცენტრალური ფასადი ზოგადი პროპორციებით, მასათა გადანაწილებით და საერთოდ, არქიტექტურულ ელემენტთა გამოყენების ხასიათით ძალიან ჰგავს გ. ცაბაძის #9-ში მდებარე საცხოვრებელ სახლს. თუმცა, ფასადის ძირითადი ნახატი აქ სულ სხვაა. ხუთსართულიანი შენობის ზესწარფვას საგრძნობლად ანელებს მთელ სიგრძეზე ორჯერ გადაჭიმული დეკორატიული თარო: მესამე სართულის შუაწელზე და მეხუთე სართულის დასაწყისში. მონუმენტური წყობისაა პირველი სართულის გაფორმება: ცნეტრალურ არეში დატანილ, ძალიან მაღალ და მცირედ მოზნექილი თაღის მქონე ღია ჭიშკარს (ქართული ორნამენტული სქემების სტილიზებული ნახატით) იგივე ზომის კოლოსალური ვიტირნები ენაპირება. კარიბჭეს უშუალოდ ესაზღვრება თაღოვან საპირეში მოქცეული სადარბაზო კარები (ძველი ხის კარი რკინის თანამედროვე კარითაა შეცვლილი). სადარბაზო უჯრედს ფასადზე სამი სართულის დონეზე ცრუ კოლოსალური თაღი გამოჰყოფს, რომელიც თაღშივე მოთავსებული რვაკუთხა სარკმლებით ნათდება. თაღს ზემოთ სადარბაზოს შუქფარნად გამიზნულ სწორკუთხა სარკმელს ქვედა ჩარჩოზე მცენარეული მოტივის ნაძერწი რელიეფი ამკობს. დეკორატიულ თაროებს შორის მოქცეული მესამე და მეოთხე სართულებს სწორკუთხა ღიობთა და ქვისა და რკინისმოაჯირიან ვიწრო აივანთა რიგი ანაწევრებს. მეხუთე დამაგვირგვინებელი სართული დეკორის სიუხვით გამოირჩევა. კიდურა მხარეს მოქცეული სადა, სწორკუთხა სარკმლებს კონტრასტულად უპირისპირდება პროფილირებულ, თაღოვან ალათებში ჩასმული კართა ღიობები და ზედ დეკორატიულ თაროზე დასმული ქვის ვიწრო აივნების რიგი, რომელთაც ფონად ედება ჩახაზული ტიპის, მცენარეულ მოტივებზე აწყობილი რელიეფური ხალიჩა. აივნებს ერთმანეთისგან გამოჰყოფს ეკლექტური სტილიზაციით შექმნილი კორინთული ორდერი, რომლის ბრტყელი სვეტებიც რუსტის წყობით არის დანაწევრებული. ფასადს ასრულებს მეტისმეტად გადმოწეული კარნიზი, კრონშტეინებზე შესმული უსამკაულო ფრიზული სარტყლით. ფასადის მხატვრულ მეტყველებას ართულებს კედლის სიბრტყეთა განსხვავებული დამუშავება, მაგალითად, ნალესობაში გამოყვანილ რუსტირებულ კედლებს მცენარეული რელიეფით ერთიანად მოჩითული ცრუ თაღების სიბრტყე ენაცვლება, მათ კი სადა და გლუვი კედლები მიჰყვება ზევით. საფასადო კომპოზიციის აგების მნიშვნელოვანი გარემოებაა ფერადოვანი გადაწყვეტის გააქტიურება. ფერი სამ ტონშია მოცემული: მონაცრისფრო, ღია ყავისფერი და თეთრი. მონაცრისფრო ტონი რუსტირებულ კედლებს გამოჰყოფს შენობის პირველ ნახევარში, მოყავისფრო _ მცენარეული ორნამენტით შევსებულ სიბრტყეებს ცრუ თაღებისა და მეხუთე სართულის აივნების ზონაში, თეთრი კი _ დანარჩენ სიბრტყეებს ითვისებს. ეზოს ფასადი ქუჩის ფასადის პომპეზურობის უკუპროპორციული სურათია დღეს, რადაგან მისი ოდესღაც ლოჯიებით გახსნილი კედლები ამჟამად სრულიად ამოშენებულია და მთელ ფასადურ სიგრძეზე მინაშენებიც აქვს დამატებული. შენობას სარდაფი არ გააჩნია. სახლის ეზო, მასში ჩადგმული უამრავი პატარა სამოსახლოს გამოისობით, თითქმის აღარ არსებობს. აღსანიშნავია, რომ ეზოსი დგას ადრინდელი, სავარაუდოდ, XIX I ნახევრის დროინდელი პატარა ფრონტონიანი და ხის კიბეებიანი სახლი, რომლის იერსახეც სრულიად ჩაკარგულია არსებულ მინაშენებში. გ. ცაბაძის #9-ში მდებარე შენობის ავთენტურობა საკმარისად შენარჩუნებულია, რასაც ვერ ვიტყვით მის ეზოსპირა ფასადზე და ეზოზე. ამის მიუხედავად, აუცილებელია სახლის ფიზიკური შენარჩუნება და, განსაკუთრებით, მისი მხატვრული გადაწყვეტის დაცვა.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 5041
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ცაბაძე გიორგის ქ./5
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>უახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს
ExactDate: მე-20 საუკუნის დასასრული, 1940 წელი
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: სავაჭრო;საცხოვრისი>>ქალაქური>>1945-1960 წწ. ქალაქური საცხოვრისი;
CurrentFunction: ფუნქციის გარეშე;საცხოვრისი>>ქალაქური>>1945-1960 წწ. ქალაქური საცხოვრისი;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.79049575
Y: 41.7216309