ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 3089
ObjectID: 3089
ID: 3089
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: ქუჩათა კუთხეში აღმართული ორსართულიანი, აგურის შეულესავი საცხოვრებელი სახლი სადად არის გაფორმებული. კოტე ფოცხვერაშვილის ქუჩისკენ მიმართული ფასადი თითქმის სიმეტრიულია, რასაც მარჯვენა კიდეში მოთავსებული განსხვავებული პროპორციის ორი სარკმელი არღვევს. კომპოზიციის შუა ღერძზე პილასტრებით რიზალიტია მონიშნული, რომელსაც რკალური ფრონტონი აგვირგვინებს. რიზალიტზე რუსტირებულ ზედაპირზე შენობაში შესასვლელი ხის სადა კარი და მის თავზე მოწყობილი, აჟურული რკინის ცხაურით შემოსაზღვრული აივანი და მასზე გამავალი ღიობია დატანილი. რიზალიტის ორსავ მხარეს სარკმლებია განაწილებული, მეორე სართულზე კარნიზული ტიპისა, პირველზე კი, სადა, შეუმკობელი, რუსტირებულ ზედაპირში გაჭრილი ფანჯრების რიგია მოქცეული. კომპოზიციას ორივე მხრიდან სხვადასხვა ზომის რუსტების ვერტიკალური მწკრივები კრავს. პირველი სართულის ქვეშ, სარდაფის გისოსებით ჩაკეტილი ღიობებია დატანილი. ეგნატე ნინოშვილის ქუჩის მხრიდან ეზოში შესასვლელი თაღოვანი გვირაბია გაჭრილი. მის ორსავ მხარეს ღიობებია განაწილებული. პირველი სართულის შეუმკობელ ფანჯრებს, მეორე სართულის კარნიზული სარკმლები ერთვის. ამავე სართულზეა შეკიდული აივანი. შენობას კბილანისებური კარნიზი ასრულებს. ანალოგიური კარნიზია მოთავსებული სართულებს შორისაც, რაც ფასადს წონასწორობას მატებს. სახლი ეზოს შემცველია, რომლისკენ მიმართული ფასადის თავდაპირველი იერსახე გვიანი მიშენებებისა და ჩარევების შედეგად ნაწილობრივ შეცვლილია. გადაკეთებულ ფასადზე აგურის კედლებს შორის, მაღალი შუშაბანდებისა და აივნების ფრაგმენტებია მოქცეული, რაც მას თბილისური საცხოვრების ელფერს სძენს. აღწერილი ნაგებობის ფასადები სადად და გააზრებულად არის მორთული, რაც მის ღირებულებას ზრდის. სახლი მიმდებარე კვარტლის სილუეტსა და მხატვრულ სახეს განსაზღვრავს, სხვა მსგავსი მასშტაბის შენობებთან ერთად კი მის და მიმდებარე ქუჩათა საერთო სურათს ქმნის.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4719
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ნინოშვილი ეგნატეს ქ./66.ფოცხვერაშვილი კოტეს ქ./8
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>უახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს
ExactDate: მე-20 საუკუნის დასაწყისი
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.79634269
Y: 41.71836842