ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 3088
ObjectID: 3088
ID: 3088
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: ორსართულიანი სადა შენობის ფასადი ევროპული ხუროთმოძღვრული ფორმებით არის გაფორმებული. ფასადი ასიმეტრიულია. მის ორივე განაპირა ნაწილში პილასტრებით მონიშნული რიზალიტია წარმოდგენილი. მარჯვენა რიზალიტი უფრო განიერია, მასზე მოთავსებულია ეზოში შესასვლელი თაღოვანი გვირაბი, რომელიც რუსტირებული პილასტრებით არის შემოსაზღვრული. მის თავზე პროფილირებულ კრონშტაინებზე დაყრდნობილი კლასიცისტური თაროთი დაგვირგვინებული სარკმელია გაჭრილი, რომელსაც ორივე მხრიდან რუსტირებულ ბაზისებზე შემდგარი, კანელურებიანი კორინთული პილასტრები ერთვის. მარცხენა რიზალიტი შედარებით ვიწროა. რუსტირებული პილასტრებს შორის შენობაში შესასვლელი ღიობია მოქცეული, რომელშიც მართკუთხა ფრამუგით დაგვირგვინბული, ფრონტონებით, აჟურული ცხაურებიანი თაღოვანი სარკმლებითა და სხვადასხვა გამოსახულებით შემკული ორფრთიანი ხის კარია მოთავსებული. სადარბაზო უბრალო ხის კიბით არის წარმოდგენილი. მის თავზე პროფილირებული, დეკორატიული საჭექი ქვით შემკული, სადა ჩარჩოთი შემოსაზღვრული სარკმელია დატანილი, რომელსაც ორივე მხრიდან კორინთული პილასტრები ერთვის. რიზალიტებს შორის, ორივე სართულზე, სამ-სამი ღიობია გაჭრილი, მეორე სართულის ცენტრში კი აჟურული რკინის ცხაურით შემოსაზღვრული აივანია შეკიდული. პირველი სართულის სარკმლები სადა საპირეებით არის შემკული, მათ ქვეშ სარდაფის მცირე ზომის ფანჯრებია ჩამწკრივებული, რომელთაგან ერთ-ერთი კარად არის გადაკეთებული. სარდაფი დალუქულია. მეორე სართულის ღიობები კრონშტაინებზე დაყრდნობილი თაროებით არის დაბოლოებული. ეზოში შესასვლელ გვირაბში რკინის სადა ჭიშკარია მოთავსებული. ეზოსკენ მიმართული ფასადი სახეცვლილია, აივნების ნაწილი დროთა განმავლობაში გადაკეთებულია. ამოშენებულია კედლები, ჩასმულია ფანჯრები, დამატებულია გვიანი კიბეები, თუმცა ხის სადა მოაჯირით შემოსაზღვრული და ჩუქურთმებით შემკული აივნების აღქმა ნაწილობრივ შესაძლებელია. აღწერილი მცირემასშტაბიანი საცხოვრებელი სახლი სადად არის შემკული, თუმცა არის მცდელობა, მისი ფასადი წარმოსადეგი გამოჩნდეს, რაზეც ხუროთმოძღვრული სამკაული მეტყველებს. შენობა ქუჩისკენ ევროპული ხუროთმოძღვრული ფორმების მატარებელია, ეზოსკენ კი თბილისური სახლის იერის შემცველი. ის ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისითა და მიმდებარე განაშენიანებისთვის მნიშვნელოვანი ობიექტია.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4906
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: სურამის ქ./9
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>უახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს
ExactDate: მე-20 საუკუნის დასაწყისი
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.79543693
Y: 41.71896684