CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 3086
ObjectID: 3086
ID: 3086
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: ნაგებობა გეგმაში ირეგულარული მარკუთხედია. ნაგებია აგურით. 2 სართულიანია. შელესილია. იყო შეღებილი. ამჟამად ძლიერ დაზიანებულია. ცოკოლის სიმაღლეზე თითქმნის მთლიანად ჩამოცვენილია ბათქაში და ჩანს აგურის წყობა, ასევე პარაპეტის კუთხის მონაკვეთებზე და მეორე სართულზე გარკვეულ ნაწილებზე. მაზნიაშვილის მხრიდან, გარდა იმისა, რომ ასეთივე მდგომარეობაშია კარი და მიმდებარე მონაკვეთები, შელესილია მეორე სართულის ნაწილი. ნაგებობას აქვს მრავალი კონსტრუქვიული და ზედაპირული ბზარი. ცვივა კარნიზისა და პარაპეტის ქვები. ვარდება ჭერი (შეყენებული აქვს ხის ბიჯგები-ეს ჩანს გარეგანი დათვალიერებით ქუჩის მხრიდან). ფასადის კომპოზიცია სიმეტრიულია. მეორე სართულის სარკმლები სანდრიკებით სრულდება, ქვედას კი დეკორატიული კონსოლები მიუყვება. პირველ სართულზე არის რუსტიკა. ნაგებობას ასრულებს კუთხეებიდან ორი სარკმლის სიგრძეზე გამოსული პარაპეტი და შუა ნაწილში მაღალი , ტიმპანიანი ატიკი ცენტრალურ ნაწილში წრის ორნამენტული მოტივით. ასეთივე ატიკი ადგას მთელს სიგრძეზე გეგმაში П-ს ფორმის შუა მოკლე ნაწილს, აქ ამ ნაწილში ორი სარკმელია გაჭრილი. ფასადებზე არის ლითონის აივნები – კვადრატული და ოვალური ფორმის. ორი ავთენტური სადარბაზოს ხის კარი, ერთიც ახალი ლითონის ყრუ კარი , რომელიც პირდაპის საცხოვრებელ სახლში შედის (მაზნიაშვილის მხრიდან). ერთ-ერთ კარს თითქმის მთლიანად ჩამოცლილი აქვს ნალესობა, შერჩენილი აქვს მხოლოდ ფრონტონის ნაწილი ცენტრში-წრით. მაზნიაშვილის მხრიდან სარკმლებს აქვთ განსხვავებული მორთულობა – პირველ სართულზე ფრონტონების ხოლო მეორე სართულზე მართკუთხა დეკორატიული ნალესობის სახით. სადარბაზოში აღსანიშნავია იატაკის მოზაიკა, ქვის კიბეები ლითონის დეკორატიული მოაჯირით. ნაგებობას აქვს ეზო.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4597
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: მაზნიაშვილი გიორგის ქ./37.ჩიქობავა არნოლდის ქ./38
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>უახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს
ExactDate: მე-20 ს-ის დასაწყისი/ მე-19 ს-ის მეორე ნახევარი.
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction:
საცხოვრისი>>ქალაქური>>1900-1921 წწ. ქალაქური საცხოვრისი;საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
CurrentFunction:
სავაჭრო;
საცხოვრისი>>ქალაქური>>1900-1921 წწ. ქალაქური საცხოვრისი;საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.80395696
Y: 41.70951439