CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 3084
ObjectID: 3084
ID: 3084
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: საცხოვრებელი სახლი #24/4 მდებარეობს აღმაშენებლის გამზირისა და რომის ქუჩების კუთხეში. აგურით ნაგები და შელესილი ნაგებობა ლითონის ფირფიტებითაა გადახურული. სახლი ორსართულიანია აღმაშენებლის ქუჩის მხრიდან, ხოლო რომის ქუჩაზე კი ორი სრული სართულით და ერთი ნახევარსარადაფით გამოდის. შენობის ფასადის კომპოზიცია სიმეტრიულია. აღმაშენებლის გამზირის მხრიდან პირველი სართული სახეცვლილია შემდგომდროინდელი გადაკეთებებით – გაჭრილია სწორკუთხა კარი და ფართო სწორკუთხა ღიობი. აქვეა სადარბაზიში შესასვლელი ხის კარიც. მეორე სართულზე წყვილი სწორკუთხა, სადა საპირეშემოვლებული ფანჯარა გამოდის. ქუჩის კუთხეში შენობის აბრისი წაკვეთილია, ფასადის მოცულობა შებრტყელებული, რომელიც ბოლოს ორნამენტული რელიეფით გაფორმებული ატიკით სრულდება. რომის ქუჩის მხარეს, სადა ფასადის სიბრტყეზე იშლება სწორკუთხა ფანჯრების თანაბარზომიერი რიგი. ფანჯრებს სადა საპირეები შემოევლება გარს, რომლებიც ზემოდან დეკორატიული თაროებით სრულდება. ფასადს მთელს სიგრძეზე შემოსდევს სადა, პროფილირებული კარნიზი. შენობას ასრულებს გეომეტრიული ფორმებით დანაწევრებული პარაპეტი. ამავე ფასადის მეორე სართულზე ერთი ლითონის აივანი გამოდის, ხოლო ფასადის განაპირა ნაწილში კი სადარბაზოში შესასვლელი დეკორატიული, მარაოსებრი ორნამენტით “ტიმპანით” გაფორმებული ფართო თაღოვანი, ხის კარია გაჭრილი. შენობა მნიშვნელოვანია ქუჩის/ქალაქის არქიტექუტულ-ისტორიული იერსახის შექმნისთვის, მას მნიშვნელოვანი ქალაქგეგმარებითი მდებარეობა აქვს. საგულისხმოა მისი ფასადების გადაწყვეტაც. ყოველივე აქედან გამომდინარე, ძეგლზე ჩასატარებელი სამუშაოები რესტავრაციით უნდა განისაზღვროს.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4201
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: აღმაშენებელი დავითის გამზ./24.რომის ქ./4
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 ს-ის დასასრული.
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
CurrentFunction:
სავაჭრო;საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.80222562
Y: 41.70394756