ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 3082
ObjectID: 3082
ID: 3082
Name: განათლების სამინისტრო
FullName: განათლების სამინისტრო
Description: დიმიტრი უზნაძის #52-ში მდებარე ნაგებობა, რომელიც 1895 წლით თარიღდება, თავდაპირველად კლასიკური გიმნაზიისათვის აშენდა. ამჟამად აქ 1984 წლიდან განათლების სამინისტრო ფუნქიციონირებს. ნაგებობა მაღალმხატვრული ღირებულებით გამოირჩევა. ის მართლაც დომინანტი ნაგებობაა უზნაძის ქუჩის განაშენიანებაში. შენობას საკმაოდ დიდი ფართი უჭირავს, თითქმის უშანგი ჩხეიძის ქუჩამდე. ნაგებობა აღმოსავლური სტილის ნიშნებს ატარებს. სამშნებლო მასალად გამოყენებულია აგური. შენობა სადაა, მისი დეკორი აგურითვეა გამოყვანილი. შეისრული და ნახევარწრიული ფორმის თაღებით გაფორმებულია მთელი ფასადი. შენობის შესასვლელი რიზალითით არის აქცენტირებული, სადაც სამი მხირდან შესასვლელი კარია განთავსებული. აღსანიშნავია კარების ალათები, ასევე შესასვლელი ჰოლი. რიზალიტს პარაპეტი და მცირე ზომის კოშკები ასრულებს. აგურის დეკორითაა გაფორმებული კარნიზები, ასევე თითოეული ღიობი. ფასადი ასიმეტრიულია, ნახევარწრიული და სწორკუთხა ფორმის ღიობებით დანაწევრებული. საინტერესა ნაგებობის სხვადასხვა ტიპის გადახურვები, გუმბათოვანი, ორფერდა, ასევე კონუსისებური. შენობის ეზოს მხარეს ცენტრალური ფლიგელი დიდი ზომის შვერილი აფსიდითაა წარმოდგენილი. ეზოს მხარეც, ისევე როგორც ფასადი, აგურით გამოყვანილი დეკორითაა გაფორმებული. შენობა მაღალმხატვრული ღირებულებით გამოირჩევა და ამიტომ მისი დაცვა და შენარჩუნება აუცილებელია.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4955
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: უზნაძე დიმიტრის ქ./52
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასასრული, 1895 წელი
InitialFunction: საგანმანათლებლო, სამეცნიერო;
CurrentFunction: ადმინისტრაციული>>სამინისტრო;
Classification: არქიტექტურის,ქალაქთმშენებლობის (ურბანული)
Accuracy: სწორია
X: 44.79388974
Y: 41.70963032