CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 3081
ObjectID: 3081
ID: 3081
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: მე-20 საუკუნის დასაწყისში აგებული ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი აგურითაა ნაშენი. იგი შელესილია და შეღებილი. ნაგებობა გეგმაში რუსული "Г"-ს ფორმისაა. ფასადის კომპოზიცია სიმეტრიულია. პირველი სართული ეზოს სწორკუთხა შესასვლელით, სადარბაზოს წყვილი კარებითა და სწორკუთხა სარკმლების რიგითაა დანაწევრებული. სადარბაზოს ერთი კარი ძველია, ხის, ლითონის წინფრით. მეორე ლითონის კარი ახალია, რამდენიმე წლის წინ შეიცვალა აქამდე შემორჩენილი ძველი კარი. სარკმლების გარშემო კედლის სიბრტყე შელესილია, რაც მნიშვნელოვნად ცვლის თავდაპირველ იერს. ეზოს შესასვლელის თავზე ლომის თავის დაზიანებული ჰორელიეფური გამოსახულებაა. მეორე სართული რიტმულადაა დანაწევრებული სარკმლებისა და ლითონის სწრორკუთხა აივანზე გამავალი კარის ღიობებით. თითოეულ მათგანს პროფილირებული საპირე, დეკორატიული თარო, ნაძერწი ორნამნეტი, ბიუსტი და სტილიზებული მცენარეული ორნამენტით შემკული კრონშტაინები გამოჰყოფს. ფასადზე ასევე ვხვდებით პილასტრებს კანელურებით დაღარული ტანით. ნაგებობას ასრულებს მარტივი პროფილის მქონე კარნიზი. ეზოში მხრიდან ფასადის პირველი სართული შელესილი და სახეცვლილია, თუმცა შემორჩა მეორე სართულის ხის შემინული შუშაბანდი ხისავე კრონშტაინებითა და ერთგან ორნამენტული მოაჯირით. ნაგებობას ბოლოში აქვს მცირე მიშენება, ასევე ორსართულიანი, თუმცა შედარებით დაბალი. საცხოვრებლის ფუნქციის მქონე. ეზოში აღსანიშნავია ლითონის ძველი ჭიშკარი. მთლიანობაში ნაგებობის ფიზიკური მდგომარეობა მძიმე. შეინიშნება ბზარები, ნაპრალები, საძირკვლის ჯდენა. შენობა ავარიულია. ზიანი აქვს მიყენებული ადამიანის მიერაც: მეორე სართულზე სარკმლის ქვემოთ, სწრორკუთხა დეკორატიული ნიშა გამონგრეულია უხეშად გაზის გამათბობლის მილისათვის. ასევე, შელესილი პირველი სართული შენობის ავთენტურობას არღვევს. შენობა მნიშვნელოვანია ქალაქის არქიტექტურულ-ისტორიულ განაშენიანებაში.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4303
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: რომის ქ./18
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>უახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს
ExactDate: მე-20 საუკუნის დასაწყისი
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.80337039
Y: 41.7051723