CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 3080
ObjectID: 3080
ID: 3080
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: მე-19 საუკუნის დასასრულს აგებული ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი რუსული П-ს გეგმის მქონეა. აგურით ნაშენი ნაგებობა შელესილი და შეღებილია. შენობის ფასადი ორივე სართულზე რიტმულადაა დანაწევრებული კარ-სარკმელთა ღიობებით. თითოეულ მათგანს საპირე შემოუყვება. ფასადებს შორის გამყოფი სარტყელის როლს თამაშობს მარტივი პროფილის კარნიზი. მნიშვნელოვანი ადგილები, მაგ: ეზოში შესასვლელი, ან სადარბაზო, პილასტრებით გამოიყოფა. შენობას ასრულებს კარნიზი და პარაპეტი, რომლის ცენტრშიც ნახევარწრიული ატიკია მოცემული, ცენტრული ღერძის გამოსაყოფად. ნაგებობას აქვს 5 ლითონის აივანი ორნამენტული მოაჯირებით. აღსანიშნავია, რომ შენობის მარცხენა კუთხეში ვხვდებით დაშენებას. ნაგებობის ავარიულობის, ბზარების, ნაპრალების, საძირკვლის ჯდენის გათვალისწინებით, მსგავსი დაშენება არაა მიზანშეწონილი. ჩანს, რომ ამ მხარეს, შენობა ვერ უძლებს დატვრითვას და კედლები დახეთქილია. შენობას აქვს სარდაფი, რომლის ნაწილი კომერციული ფართისთვისაა ათვისებული. მასში მოხვედრა ქუჩის მხრიდანაა შესაძლებელი. საცხოვრებელ სახლს ორი ეზო აქვს. პირველში მოხვედრა კიდეში მოცემული ვიწრო გასასვლელითაა შესაძლებელი. ამ ეზოსკენ გამომავალი ფასადი მეტწილად გადაკეთებულია, ამოშენებულია აგურით. შენობის ცენტრში არსებული ეზოს სწორკუთხა შესასვლელიდან კი უფრო დიდი, გაშლილი სივრცის მქონე ეზოში მოხვედრაა შესაძლებელი. შენობის ამ მხარეს შენარჩუნებული აქვს ხის შემინული შუშაბანდები, ხისავე კიბეებით, კრონშტაინებით და დორიული სვეტებით. აღსანიშნავია, რომ სახლის სახლის ავარიულობის გათვალისწინებით, ეზოს შესასვლელი გამაგრებულია ლითონის ხიმინჯებით. ცალკე აღნიშვნის ღირსია სადარბაზოში შემორჩენილია თავდაპირველი ქვის იატაკი, კიბე და ლითონის მოაჯირი. ბუნებრივი დაზიანების გარდა, ნაგებობას ადამიანის უხეში ჩარევას ეტყობა: მერე სართულზე ბლოკითაა ამოშენებული სარკმელი, ფასადზე ვხვდებით გამათბობლის მილს, ცემენტით თვითნებურად შელესილ ბზარებს და, როგორც უკვე აღინიშნა, დაშენებას, რომლის სიმძიმეს შენობა აშკარად ვერ უძლებს. ნაგებობა მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქუჩის ისტორიულ-არქიტექტურულ განაშენიანებაში და საჭიროებს რესტავრაციას.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 5278
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: წინამძღვრიშვილი მიხეილის ქ./74
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 ს-ის დასასრული.
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.80103594
Y: 41.70847342