ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 3079
ObjectID: 3079
ID: 3079
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: სახლი გამორჩეულია ფასადის მორთულობით. იგი სამსართულიანია, გალესილია და შეღებილი. შენობის გეგმას ლათინური ასო L-ის ფორმა აქვს. ფასადის კომპოზიცია ხასიათდება არქიტექტურული აქცენტებით. მთავარი ფასადის სამივე სართულს ანაწევრებს ღიობების რიტმი, ჰორიზონტალურად გასდევს ნალესი კარნიზები, რომლებიც ნახევრად ჩამოშლილ მდგომარეობაშია. III სართულის პროფილირებული კარნიზი კბილანებით არის დაბოლოვებული. განაპირა ნაწილებში სამივე სართულის სიმაღლეზე გასდევს რიზალიტები, რომლებიც I სართულის დონეზე მეტადაა გამოწეული კედლის სიბრტყიდან, ვიდრე II და III სართულისა. რიზალიტების I სართულზე თაღოვანი დიდი ზომის ღიობებია. მარცხენა ეზოში გასასვლელი გვირაბია, ლითონის უსახური ჭიშკრით, ხოლო მარჯვენაში კლინიკის შესასვლელია. ამ ღიობს პროფილირებული საპირე აქვს, რომელიც თაღის ცენტრის დონეზე წყდება და პროფილირებულ კარნიზებს ეყრდნობა. რიზალიტები II და III სართულზე უფრო აქტიურადაა დამუშავეული, ვიდრე ფასადის დანარჩენი ნაწილი. რიზალიტის კიდეებს (ორივე სართულზე ცალ-ცალკე) თითო-თითო კორინთულკაპიტელიანი პილასტრი გასდევს, რომელთა გულები ჩაღრმავებულია და ნაძერწი დეკორატიული ელემენტებითაა შემკული. რიზალიტების II და III სართულებზე შემორჩენილია ლითონის აივნები. II სართულზე ტერასული ტიპის, ხოლო III-ზე გადმოკიდებული. აივნებზე გამავალ სამფრთიან კარებს (II-ზე მართკუთხა, III-ზე თაღოვანი), თავზე აქვთ რელიეფური დეკორატიული ნაძერწობა. შენობის სამივე სართულის ღიობები მორთულია პროფილირებული საპირეებით. I სართულის ღიობებს თაღოვანი, ხოლო II და III სართულის ღიობებს სწორკუთხა ფორმა აქვთ. II და III სართულების ღიობების ქვემოთ და ზემოთ შემორჩენილია რელიეფური ნაძერწი ორნამენტები. შენობას აქვს პარაპეტი, რომელიც რიზალიტების თავებზეა შემორჩენილი, ცენტრში თაღოვანი შემაღლებით. დანარჩენზე კი მხოლოდ კვალია დარჩენილი, მისი დიდი ნაწილი დაკარგულია. გვირაბის გავლით ვხვდებით ეზოში, რომელში შესვლა, სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა. გარედან მოჩანს გვირაბის ზედა ნაწილში შეკიდული ჩაშენება. შენობი ძირითადი კონსტრუქცია დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაშია, მხოლოდ ნალესობა და დეკორაციაა დაზიაებული. საინჟინრო კვლევა ზუსტად განსაზღვრავს შენობის მდგრადობის ხარისხს. სახლი მოცულობით, მთავარი ფასადის დამუშავების გადაწყვეტით და გეგმარების სტრუქტურით ქუჩის განაშენიანების შემადგენელია და მისი მხატვრულ-არქიტექტურული სახის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 5310
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ჭავჭავაძე ზურაბის ქ./7
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>უახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს
ExactDate: მე-20 ს-ის დასაწყისი.
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>1900-1921 წწ. ქალაქური საცხოვრისი;
CurrentFunction: ფუნქციის გარეშე;საცხოვრისი>>ქალაქური>>1900-1921 წწ. ქალაქური საცხოვრისი;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.79755821
Y: 41.71178345