ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 3076
ObjectID: 3076
ID: 3076
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: შენობა მთავარი ფასადის წინამძღვრიშვილისა და კლდიაშვილის ქუჩებზე გამოდის და ქუჩების გადაკვეთაზე დიაგონალურად წაკვეთილია. იგი სამსართულიანია, ცოკოლის სართულით. სახლი აგურითაა ნაშენი, შელესილი და დაფერილი. სახლის გეგმას ლათინური ასო U-ს ფორმა აქვს. შენობის კომპოზიცია ასიმეტრიულია, წინამძღვრიშვილის ქუჩაზე გამავალი ფასადი შედარებით მოკლეა, ვიდრე კლდიაშვილზე. ფასადებს ჰორიზონტალურად, სართულების მომნიშვნელი პროფილირებული სარტყლები და კარნიზები ანაწევრებს. კლდიაშვილის ქუჩაზე გამავალი ფასადის ღიობები მართკუთხაა. II სართულის ნაწილობრივ საპირეებიანი, საჭექი ქვებით. III სართულის ღიობებს გვერდებზე, მათივე სიმაღლის პილასტრები ამშვენებს. ფასადის II და III სართულზე შემორჩენილია ლითონის ჭედური აივნები. კლდიაშვილზე გამავალი ფასადის მარცხენა ნაწილის საფასადე სიბრტყე რუსტირებულია, ნაწილი კი გლუვად ნალესი. ფასადის პირველი სართულის მარჯვენა ნაწილის იერ-სახე გადაკეთებულია, დიდი ზომის ვიტრინები ამოშენებულია და დატანებული აქვს მცირე ზომის ღიობები. მარცხენა მხარეს კი შემორჩენილი აქვს პირვანდელი სახე, ოღონდ ხანდაზმულობის გამო, უსახურია. კლდიაშვილის ქუჩაზე გამავალი ფასადს აქვს ეზოში გასასვლელი გვირაბი, რომელსაც ლითონის ავთენტური ჭიშკარი აქვს, ლითონის ჭედური ელემენტებით. გვირაბის გავლით ვხვდებით შიდა ეზოში. ეზო ფასადს პერიმეტრზე გასდევს ხის შუშაბანდები. ხის სვეტებზე შემორჩენილია ხის პროფილირებული თავსართები. ეზოს ფასადის ნაწილი მოსახლეობის მიერ არის სახეცვლილი. ფლიგელის ბოლოს დამატებითი სადარბაზოა. წინამძღვრიშვილზე გამავალი ფასადს მარჯვენა კიდეში, სამივე სართულზე პილასტრების რიგი მიუყვება, რომელთა ზედაპირები მართკუთხა ელემენტებით არის გაფორმებული. ისინი დამუშავებით და დანაწევრებით ერთმანეთისგან განსხვავებულია. ღიობები მართკუთხაა და პროფილირებული საპრეები და თავზე საჭექი ქვები ამკობს. III სართულის ღიობებსშორის კედლებში ნიშებია დატანებული. სამივე სართულს მაღალი, პროფილირებული, დაკბილული ორნამენტით გაფორმებული კარნიზი გასდევს. ამათგან ზედა, ბოლო შედარებით მოზრდილია. დიგონალზე ფასადი ანალოგიურადაა დამუშავებილი. მის I სართულზე სარდაფში ჩასასვლელია. III სართულზე კი ლითონის აჟურული აივანი, ჭედური დეტალებით. აღნიშვნის ღირსია წინამძღვრიშვილზე გამავალი ფასადის ცენტრში, I სართულზე არსებული ე.წ. ფრანგული აივანი. მისი მორთულობა ანალოგიურია სხვა დანარჩენი აივნებისა. წინამძღვრიშვილზე გამავალი ფასადის პირველ სართულზე სადარბაზოში შესასვლელი ხის, ავთენტური კარია, რომლის გარშემო მიდამოც რუსტირებული ლესვით არის დამუშავებული. სადარბაზოს კარი გადაღებილია. სადარბაზო სადაა, ორმარშიანი კიბით, ლითონის მოაჯირით და იატაკის დეკორით. წინამძღვრიშვილის ქ, #95-ისკენ გამავალი ფასადი შეულესავი აგურისაა, რომელზეც უსისტემოდ განლაგებული, მოგვიანებით გაჭრილი ღიობებია. შენობას აქვს დაშენება. შენობის ძირითადი კონსტრუქცია საშუალო მდგომარეობაშია. ხოლოდ ნალესობაა დაზიანებული. საინჟინრო კვლევის შემდგომ ზუსტად განისაზღვრება შენობის მდგრადობის ხარისხი. შენობა წარმოადგენს წინამძღვრიშვილის ქუჩის ღირებულ ნიმუშს, რომელსაც არსებითი წვლილი შეაქვს ქუჩის მხატვრულ-ისტორიული სახის შექმნაში.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 5292
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: წინამძღვრიშვილი მიხეილის ქ./97.კლდიაშვილი დავითის ქ./5
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 ს-ის დასასრული.
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.79825201
Y: 41.7131856