ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 3075
ObjectID: 3075
ID: 3075
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: აღნიშნულ მისამართზე განთავსებულია ორსართულიანი სახლი, რომელიც გეგმაში ლათინური "ლ"-ის ფორმისაა და აგებულია ე. წ. "ნიკოლოზის აგურით". ქუჩისკენ მიმართული, მთავარი ფასადი შელესილია. მისი ასიმეტრიული ფასადი გლუვი ცოკოლითაა ამაღლებული. პირველი სართულის მარჯვენა კიდეში, აღნიშნულ სართულზე განთავსებულ ბინაში მოსახვედრი, მშვილდათაღოვანი კარის ღიობია გაჭრილი, მისი ხის კარი არქიტექტურული დეტალებითაა შემკული. აღნიშნულ სართულზე, კარის მარცხნივ, გლუვ კედელში, სამი, ასევე მშვილდათაღოვანი ფანჯრის ღიობია. სამივე მათგანი მოქცეულია ორ, გლუვ პილასტრს შორის. პილასტრები ცოკოლიდან იწყება და სართულებს შორის გავლებულ, ჰორიზონტალურ, სადა სარტყელს ერწყმის. ფანჯრები არშიის გარეშეა დატოვებული, მხოლოდ ქვედა, ჰორიზონტალურ ნაწილებში ერთიანი, სადა, ჰორიზონტალური სარტყელი აჩარჩოებთ. ფანჯრის ღიობთა ასწვრივ, მეორე სართულზე ასევე სამი, იდენტური მოხაზულობის მქონე სარკმელია. ოღონდ, მათი ქვედა ნაწილები უკვე, მოჩარჩოების გარეშეა დატოვებული. პირველი სართულის კარის ასწვრივ გლუვი კედელია დატოვებული. მთელი ფასადი სადა კარნიზით სრულდება, რომელსაც მოსდევს დაბალი პარაპეტი. შენობა მარცხნიდან განაშენიანებაშია ჩართული. ფასადი მარჯვნიდან აგურის შელესილი კედლით გრძელდება, რომლის ცენტრშიც ეზოში შესასვლელი ჭიშკარი იყო მოთავსებული, ამჟამად, ჭიშკარი ჩამოხსნილია. ჩვენი საკვლევი ობიექტი ეზოს მხოლოდ, ორი მხრიდან ფარგლავს, სწორკუთხა ეზოს მარჯვენა ნაწილს კი მეზობელი სახლის შეულესავი აგურის კედელი საზღვრავს, რომელსაც მიბჯენილია საცხოვრებელი და სხვა დანიშნულების მქონე ნაგებობები. ეზოს მხარეს ოდესღაც, ღია აივნები იქნებოდა, ამჟამად,Dმათი დიდი ნაწილი შუშაბანდადაა გადაკეთებული, ან ამოშენებულია. რამოდენიმე წლის წინ, თბილისში მომხდარმა დიდმა მიწისძვრამ საგრძნობლად დააზიანა ძველი თბილისის ისედაც, საკმაოდ, ცუდ, ფიზიკურ მდგომარეობაში მყოფი ისტორიული შენობები. აღნიშნული მიწისძვრის შედეგი უნდა იყოს ჩვენი საკვლევი ობიექტის მთავარი ფასადის ისტორიული სახის სრული განადგურება. ძველ ფოტოზე კარგად ჩანს, მართალია თავშეკავებული, მაგრამ მაინც არსებული, ნაძერწი პროფილები და მთავარი კარის თავზე ლითონის აჟურულნაწილებიანი წინფარა. მიწისძვრამდე მთავარი ფასადის მორთულობაში შეინიშნებოდა კლასიციზმისა და ბაროკოს სტილთათვის დამახასიათებელი მორთულობის ნიშნები. შენობა აგებული უნდა იყოს XIX-XX საუკუნეთა მიჯნაზე.
StatusName: ობიექტი სტატუსის გარეშე
RegistryN:
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ჯავახიშვილი ივანეს ქ./107
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასასრული
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.7972845
Y: 41.71594785