CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 3074
ObjectID: 3074
ID: 3074
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი ვიწრო ფასადით გამოდის ქუჩის მხარეს და ღრმად ვითარდება წაგრძელებულ ეზოში, რომელსაც სამი მხრიდან უვლის ნაგებობა. შენობის ფასადი შელესილი და შეღებილია, ნაძერწი დეტალებითაა მორთული და ძირითადად კლასიცისტურ-ბაროკულ სტილშია გადაწყვეტილი. ნაგებობის ეზოს ნაწილი ტრადიციული, ხის აივნითაა გახსნილი. სამშენებლო მასალას წარმოადგენს ე.წ. "ნიკოლოზის აგური". პირველი სართულის საფასადო სიბრტყეს ანაწევრებს რუსტირებული პილასტრები. მათ შორის ფანჯრის ღიობებია ჩართული, ხოლო ნაგებობის მარცხენა კიდურა ნაწილში ეზოში შესასვლელი გვირაბია განთავსებული. ფასადის მორთულობა, ძირითადად, შენობის მეორე სართულზეა კონცენტრირებული. აქ არის რთულპროფილიანი კაპიტელებით დასრულებული, კანელურებიანი პილასტრები და პროფილირებულსაპირეებიანი ღიობები. მათ თავზე, გარკვეული მონაკვეთით, არქიტექტურული თავსართებია, ხოლო დარჩენილი არე ნაძერწი გირლიანდებითაა შევსებული. შენობა სრულდება ჩაღრმავებული, სწორკუთხა არეებით დამუშავებული პარაპეტით. მეორე სართულის ცენტრში ქუჩის მხარეს გადმოკიდებული, ლითონის აჟურულმოაჯირიანი აივანია. ეზოს მხარეს არსებული, თავდაპირველი, ერთიანი აივნები, რომლებიც მოხარატებული მოაჯირებით და სვეტებით არის დამუშავებული, ახლა საცხოვრებელ სივრცეს "ერწყმის". ხის დეკორატრიული ელემენტები ნაწილობრივაა შემონახული. აივნის უმეტესობა შემინულია, ხოლო პირველ სართულზე უსახური მინაშენებითაა დაფარული. შენობის მეორე სართულზე მოხვედრა შესაძლებელია ეზოში შესასვლელი გვირაბის ფარგლებში არსებული სადარბაზოდან და ხის დახურული კიბით, რომელიც ასევე, ეზოშია განთავსებული. ნაგებობა თბილისური საცხოვრებლის ნიმუშს წარმოადგენს, სადაც აკადემიურად დამუშავებული ფასადის უკან, ხის ერთიანი აივანია, რომელიც არა მარტო სამშვენისს წარმოადგენს, არამედ, აუცილებელი ატრიბუტია შენობის სხვადასხვა ფუნქციის მქონე ნაწილების გასაერთიანებლად. შენობა აგებული უნდა იყოს XIX საუკუნის 90-იან წლებში.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 5158
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ჩუბინაშვილი გიორგის ქ./44
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>უახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს
ExactDate: მე-20 საუკუნის დასაწყისი
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.79940517
Y: 41.71586201