CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 3073
ObjectID: 3073
ID: 3073
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: ჩუბინაშვილის ქუჩის იმ მონაკვეთის მხატვრულ სახეს, სადაც სახლი #40ა მდებარეობს, XIX-XX საუკუნეთა მიჯნის ეკლექტური არქიტექტურის ნიმუშები ქმნის. მათ შორის რამდენიმე მსხვილი მაშტაბით გამოირჩევა (ქორეოგრაფიის სასწავლებელი (#49), საცხოვრებლის სახლი (#46) და I სამუსიკო სასწავლებელი (#42). გვხვდება ტელეკომპანია იბერიის, მეტ-ნაკლები წარმატებით ჩადგმული, თანამედროვე ნაგებობაც (#41). მთლიანობაში ქუჩის ამ მონაკვეთს მხატვრულ_ისტორიული სახე შენარჩუნებული აქვს.
მთავარი ფასადით ქუჩის მხარეს გამომავალი, სამსართულიანი საცხოვრებლი სახლი ე.წ. "რუსული აგურითაა" ნაგები. ფასადი შელესილია და ყვითლადაა შეფერილი. უხვი მორთულობა ძირითადად, მეორე და მესამე სართულის ფანჯრების გარშემო იყრის თავს. მეორე სართულის ფანჯრების ძირები ორ-ორი `ფოჩით~, `თ‘‘–ს მსგავსი არქიტექტურული ელემენტებითაა შემკული, რომელთა შუაშიც პლასტიკურად ნაძერწი ფილებია ჩასმული. ფანჯრებს გარს ბრტყელი ჩარჩოები შემოუყვება, რომლებიც ზედა ნაწილში, ასევე, ბრტყელი წერტილებით აღნიშნული, მაღალი თავსართებით სრულდება. თავსართები, შუა ნაწილში, ტრაპეციისებრ არქიტექტურულ ელემენტებს დაირთავს. ფანჯრებს შორის მოქცეული კედლის გლუვი სიბრტყე თითო, ვიწრო, ჰორიზონტალური სარტყელითაა აღნიშნული, რომელთა ბოლოებიც ფანჯრების ჩარჩოებს უერთდება. სარტყელების ზედაპირები სპირალური, გეომეტრიული მოტივითაა დაფარული და პლასტიკურად ნაძერწი ვარდულებითაა შემკული. მეორე და მესამე სართულებს შორის გამავალი, პროფილირებული სარტყელის ძირში შროშანებისა და ვარდულების მწკრივისგან შემდგარი, ვიწრო ფრიზია მოთავსებული. კიდევ უფრო მდიდრულია მესამე სართულის ფანჯრების სამკაული. ფანჯრების ძირები პლასტიკურად ნაძერწი გამოსახულებებით, ზედა ნაწილები კი ფოთლის მოტივისგან შექმნილი თავსართებით იმკობა, რომლებიც შუაში მსხვილ, ტრაპეციისებრ ელემენტებს დაირთავს. სარკმლების ერთმანეთთან დამაკავშირებელი ვიწრო სარტყელები სამ-სამი ბურთულითაა შემკული. ფასადი კბილანებიანი კარნიზითა და მართკუთხა, გეომეტრიული ელემენტებით აღნიშნული პარაპეტით სრულდება. პარაპეტი შუაშია გაწყვეტილი და მხოლოდ ფასადის კიდეებს აგვირგვინებს. კარნიზის ქვემოთ კედლის წყობაში შორენკეცებია ჩასმული. მათზე ცისფერ და ვარდისფერ ფერებში შესრულებული ყვავილებია გამოსახული. ფასადის კიდეში, პირველ სართულზე, ბრტყელი გადახურვის მქონე გვირაბში შევდივართ. მისი გავლის შემდეგ ვიწრო ეზოში ვხვდებით. სახლის ეზოს მხარეს გამომავალი ფასადი შუშაბანდს წარმოადგენს. მისი დიდი ნაწილი გადაკეთებულია და გვიანდელია, ამდენად, მოკლებულია მხატვრულ ღირებულებას. სახლის ფასადი არქიტექტურულად ღირებული, პლასტიკურად ნაძერწი დეტალებითაა შემკული. მხატვრული თვალსაზრისით, შენობა ერთ-ერთ გამორჩეულ ნიმუშს წარმოადგენს არა მარტო გ. ჩუბინაშვილის ქუჩაზე, არამედ, მთელი ტერიტორიის ფარგლებში. სახლის საპარადო ფასადის გაფორმება კლასიციზმის, ბაროკოს და მოდერნის სტილთა ნაზავს წარმოადგენს და ის აშენებული უნდა იყოს XIX საუკუნის მიწურულში.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 5156
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ჩუბინაშვილი გიორგის ქ./40
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>უახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს
ExactDate: მე-20 საუკუნის დასაწყისი
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.8001172
Y: 41.71486971