ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 3070
ObjectID: 3070
ID: 3070
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: აღნიშნულ მისამართზე განთავსებული ორსართულიანი სახლი აგებულია ე.წ. "ნიკოლოზის აგურით", გეგმარებით ხაზოვანია და ი. ჯავახიშვილის ქუჩასთან მიმართებით, განაშენიანების სიღრმეში, პერპენდიკულარულად ვითარდება. მარჯვენა მხრიდან, ის მეზობელ სახლს ებჯინება, მარცხენა მხრიდან კი ეზო ეკვრის, რომელიც ქუჩისგან დაბალი ზღუდითაა გამიჯნული, მის ცენტრში კი ლითონის ჭიშკარია მოთავსებული. ი. ჯავახიშვილის ქუჩაზე გამავალი, ორსართულიანი ფასადი შელესილია და შეღებილი. იგი ცოკოლის გლუვი კედლითაა ამაღლებული. სართულებს შორის გამყოფად ჰორიზონტალური, პროფილირებული სარტყელია გავლებული. პირველი სართულის მარცხენა ნაწილში მშვილდათაღოვანი, განიერი ღიობი, უწინ, ორი კარით იყო შევსებული (ყოველ სართულს თავისი სადარბაზო კარი ჰქონდა). ამჯერად, კარი მხოლოდ, მარცხენა ნაწილშია შემორჩენილი, მარჯვენა კი ამოშენებულია და მასში ფანჯარაა მოწყობილი. სართულის მარჯვენა ნაწილში ორი სწორკუთხა ფანჯარაა. ღიობთა შუაკედლისები, სარტყელის დონემდე, დანაწევრებულია სხვადასხვა ზომის პილასტრებით, რომლებიც დაფარულია გლუვი რუსტებით. მეორე სართულის ცენტრიდან ოდნავ, მარჯვნივ მოთავსებულ კარს წინიდან ლითონის, აჟურულმოაჯირიანი აივანი აქვს მიდგმილი - მის ორივე მხარეს ფანჯრის ღიობებია: მარჯვენა, ხსენებული კარის სიგანის, მარცხენა კი პირველი სართულის მშვილდათაღოვანი ღიობის სიგანისაა და მასში წყვილი ფანჯარაა მოთავსებული. ფასადის ყველა ღიობს, სამი მხრიდან წვრილი არშია ევლება. მეორე სართულზე ღიობთა ქვედა ნაწილები კი თაროსებრი შვერილებითაა მოჩარჩოებული. მეორე სართულის შუაკედლისებს პილასტრები აუყვება (მხოლოდ, მარჯვენა განაპირა ნაწილია დატოვებული გლუვად), მარჯვენა ორი კანელურებიანია, მარცხენა კი წახნაგოვანი ზედაპირის მქონეა და კედლის სიღრმეშია ოდნავ ჩაწეული. ფასადი შვერილი კარნიზით სრულდება, თავის მხრივ, მას პარაპეტი აგვირგვინებს, რომლის ვიწრო კედელშიც სწორკუთხა ჩაღრმავებებია გაკეთებული. ეზოს მხარეს შენობა თავდაპირველად, ხის გახსნილი აივნებით იყო შემკული. ამჟამად, მათი უმრავლესობა ამოშენებულია, ან შემინული. შენობა დაბურულია თუნუქით. სახლი აგებული უნდა იყოს XX საუკუნის დასაწყისში. მთავარი ფასადის მორთულობაში შეინიშნება კლასიციზმისა და გვიანი რენესანსის ნიშნები.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 5355
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ჯავახიშვილი ივანეს ქ./102
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>უახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს
ExactDate: მე-19 საუკუნის დასაწყისი
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.79831106
Y: 41.71383051