CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 3069
ObjectID: 3069
ID: 3069
Name: არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამს. დეპარტამენტი
FullName: არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამს. დეპარტამენტი
ComplexName:
Description: ორი ქუჩის კუთხეში აღმართული სამსართულიანი საცხოვრებელი სახლი ევროპული ხუროთმოძღვრების ელემენტებით უხვად არის შემკული. გიორგი ჩიტაიას ქუჩისაკენ მიმართული ფასადი სიმეტრიულია. პირველ სართულზე დიდი ზომის ვიტრინა-ღიობების მწკრივია მოთავსებული. კომპოზიციის შუა ღერძზე, ორივე ზედა სართულზე, რკინის მუცლიანი ცხაურით შემოსაზღვრული აივნებია შეკიდული. მასზე გამავალი ორივე ღიობი რკალური ფრონტონით არის გაფორმებული. აივნების ორსავ მხარეს, თანაბარი რაოდენობის სარკმლებია გაჭრილი. მეორე სართულზე მათ სამკუთხა ფრონტონები, მესამეზე კი კლასიცისტური თაროები ასრულებს, რომელთა ქვეშაც გირლანდები და ცალკეული მცენარეული გამოსახულებებია მოქცეული. ღიობების თანმიმდევრულ, რიტმულ მწკრივებში მოქცეულ რკალურ ფრონტონები კარგად გამოიკვეთება და მახვილს შენობის ცენტრში სვამს, რასაც მაღალი, თაღოვანი ატიკი აბოლოებს. ანალოგიურად არის შემკული გრიგოლ სულუხიას ქუჩისკენ გამავალი ფასადი, იმ განსხვავებით, რომ სარკმლებს შორის ცრუ ღიობებიც გვხვდება. როგორც ჩანს ეს ფასადის მეორეხარისხოვნებით აიხსნება. პირველი სართულის სარკმლებს პროფილირებული საჭექი ქვები ამკობს. შენობის ორი ქუჩის მიმყოლ ფასადს მოკვეთილი კუთხე კრავს, რომელზეც აივანი, ღიობები და ცრუ სარკმელია მოქცეული. მას მღალი, თაღოვანი ატიკი აბოლოებს. ნაგებობა ბაროკულ-რენესანსული ფორმებით არის შემკული, რაც მის ფასადს საზეიმო ელფერს, უფრო მეტიც, პომპეზურობას მატებს. გააზრებულად განაწილებული სამკაული შენობას სიმყარესა და წონასწორობას მატებს, რაც მის ღირებულებას ზრდის. აღნიშნული ნაგებობა მიმდებარედ, ქუჩის გაყოლებაზე, აღმართულ მსხვილმასშტაბიან ნაგებობებთან ერთად რამდენიმე კვარტლის სილუეტსა და მხატვრულ სახეს განსაზღვრავს.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4907
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: სხულუხია გრიგოლის ქ./1.ჩიტაია გიორგის ქ./17
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 ს-ის მეორე ნახევარი.
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
CurrentFunction:
ადმინისტრაციული>>სამინისტრო;საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.80340653
Y: 41.71334696