ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 3068
ObjectID: 3068
ID: 3068
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: აღნიშნულ მისამართზე განთავსებულია ორი, ერთსართულიანი სახლი. ორივე მათგანი ეზოში მდებარეობს. გ. ჩუბინაშვილის ქუჩისგან ეზო აგურის შელესილი კედლითაა გამიჯნული, რომლის ცენტრშიც, ეზოში შესასვლელი, ლითონის, სამფრთიანი ჭიშკარია მოთავსებული. კედლის მარცხენა კიდეში ვიწრო, ჰორიზონტალურად წაგრძელებული სარკმელია გაჭრილი, იგი შესაბამის მონაკვეთში განთავსებულ, კრამიტით გადახურულ სათავსოს ეკუთვნის. ქუჩისკენ მიმართული კედელის გვერდით, გ. ჩუბინაშვილის #15-ის ეზოში შესასვლელი ჩიხია, რომლის ლითონის ჭიშკარიც პირველსაა მიბჯენილი. ქუჩისგან პერპენდიკულარულად განვითარებული გასასვლელი, ჩვენი საკვლევი ობიექტისგან იმავე კედლითაა გამიჯნული. აღნიშნული კედლის პარალელურია გ. ჩუბინაშვილის #11-ში მდებარე ორსართულიანი სახლის კედელი. ამ ორ კედელს შორის მდებარეობს #13-ის პატარა მონაკვეთი. ეზოს მარჯვენა ნაწილში განთავსებულია ერთსართულიანი, გეგმაში სწორკუთხა, ქუჩის მიმართ პერპერდიკულარულად განთავსებული, უსახური ნაგებობა. ის ე.წ. "ნიკოლოზის აგურითაა" აშენებული, შეულესავია და ცალქანობა, თუნუქის სახურავითაა დაბურული. შენობის ქუჩისკენ მიმართულ, განივ კედელში გაჭრილია სწორკუთხა ფანჯრის ღიობი. მეორე, განივი კედელი ყრუა და მიშენებული აქვს დაბალი, დამხმარე ნაგებობები. როგორც ზემოთ აღვნიშენთ, ერთი, განივი კედლით ნაგებობა მეზობელ სახლს ეყრდნობა, მეორე განივი კედელი კი მთავარი ფასადია. ფასადის განაპირა ნაწილებში კარის, ცენტრში კი ფანჯრის ღიობებია. მთავარ ფასადს, მთელ სიგრძეზე, ვიწრო, ხის სვეტებით შემაგრებული, ცალქანობა, თუნუქისავე გადახურვის მქონე აივანი აქვს მიდგმული. ეზოში შემსვლელს, მარცხენა მხარეს კრამიტით გადახურული, პატარა, სწორკუთხა, დამხმარე ნაგებობა ეგებება. იგი აშენებულია ე.წ. "ქართული" და "ნიკოლოზის აგურით", შელესილია, გადამხურავ მასალად კი, თუნუქია გამოყენებული. ნაგებობის დაბალი არქიტექტურული ღირებულება უეჭველია. ორივე შენობა აგებული უნდა იყოს XX საუკუნის დასაწყისში. აქ რომელიმე სტილზე ან მიმდინარეობაზე საუბარი ზედმეტია.
StatusName: ობიექტი სტატუსის გარეშე
RegistryN:
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ჩუბინაშვილი გიორგის ქ./13
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>უახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს
ExactDate: მე-20 ს-ის დასაწყისი.
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>1900-1921 წწ. ქალაქური საცხოვრისი;
CurrentFunction: სავაჭრო;საცხოვრისი>>ქალაქური>>1900-1921 წწ. ქალაქური საცხოვრისი;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.8026749
Y: 41.71226418