ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 3067
ObjectID: 3067
ID: 3067
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: დღევანდელი გიორგი ჩუბინაშვილის ქუჩა გრძელი და მეჩხერად გამწვანებული ქუჩაა. თავიდან მას "Андреская улица" ეწოდებოდა.Aსაბჭოთა ხელისუფლების წლებში ორჯონიკიძის სახელი დაერქვა, ხოლო 1990 წლიდან გ. ჩუბინაშვილის სახელს ატარებს. ქუჩის მხატვრულ სახეს ძირითადად XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე აგებული ორ-სამ სართულიანი შენობები ქმნიან. ამ ქუჩას უბნის სხვა ქუჩებთან შედარებით, უფრო მეტად აქვს შენარჩუნებული ისტორიული სახე. #35 მდებარე შენობაც თავისი მიმზიდველი ფასადით ერთ-ერთი გამორჩეულია და მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქუჩის მხატვრულ-ისტორიული სახის ჩამოყილებებაში. ორსართულიანი სახლი ე.წ. "ქართული აგურითაა" ნაგები. ქუჩაზე გამომავალი ფასადი შელესილია და რუხი შეფერილობა აქვს. ფასადი უხვადაა შემკული ძირითადად, ფანჯრების მოსართავი, ნაძერწი დეტალებით. ორივე სართულის შემკულობის კომპოზიცია იდენტურია. სართულები ერთმანეთისგან პროფილირებული სარტყელით იმიჯნება და ფანჯრების სწორკუთხა ღიობების რიგით ნაწევრდება. ღიობები მოჩარჩოებულია ვიწრო ნახევარსვეტებით, რომელთა ზედაპირი კანელურითაა დამუშავებული და მსუბუქი კაპიტელებით ბოლოვდება. მათ თავზე გადავლებულია პროფილირებული თავსართები, რომლებიც პლასტიკურად ნაძერწ კრონშტეინებს ებჯინება. დარჩენილი არე ნაძერწი გირლიანდებითაა გაწყობილი. მეორე სართულზე ეს ნაძერწი დეტალები შედარებით, უფრო გართულებულია. აქ ფანჯრებს შორის კედლის სიბრტყე Hჰორიზონტალური ღარების მეშვეობითაა დამუშავებული. ფასადის კიდურა ნაწილებში და ცენტრში საფასადო სიბრტყე პილასტრებითაა შემკული. პირველ სართულზე მათი ზედაპირი ჰორიზონტალური ღარებითაა დამუშავებული, ზედა სართულზე კი კანელურებით. ამ უკანასკნელთა კაპიტელები შენობის დამაბოლოვებელ, პროფილირებულ კარნიზშია ჩართული და ისინიც ნაძერწი სამკაულით იმკობა. ფასადის ცენტრი დაგვირგვინეულია ფრონტონით, რომლის ცენტრი ნახევარწრიულადაა ამაღლებული და ეს ნახევარწრე კანელურებიან პილასტრებს ეყრდნობა. მათ შორის კი წრიული დეკორატიული ელემენტია დასმული. პირველი სართულის ცენტრში თაღოვან ღიობში მოთავსებულია შიდა ეზოში შემავალი რკინის ჭიშკარი, რომლის თავზე ლომის ჰორელიეფური გამოსახულებაა მოთავსებული. შენობას აგრეთვე ამშვენებს ზედა სართულზე გამომავალი ორი, შეკიდული, დეკორატიულმოაჯირიანი, ლითონის აივანი. შიდა ეზოში მოხვედრა გვირაბის მეშვეობითაა შესაძლებელი. ამ მხრიდან შენობა შემინულია. ეზოს სიღრმეში ასევე დგას ერთსართულიანი საცხოვრებელი სახლი. ეზოში მხატვრული თვალსაზრისით ღირებული არაფერია.Gგ. ჩუბინაშვილის ქუჩის #35 მდებარე სახლი ღირებული შენობაა და მისი შენარჩუნება აუცილებელია. იგი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქუჩის მხატვრული სახის ჩამოყალიბებაში. შენობა აგებული უნდა იყოს XIX საუკუნის მიწურულში.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 5152
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ჩუბინაშვილი გიორგის ქ./35
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>უახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს
ExactDate: მე-20 საუკუნის შუახანი
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.80058265
Y: 41.71492264