{
  "type" : "Feature",
  "links" : [
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items?f=application%2fjson",
      "rel" : "collection",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "The collection document"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3066?f=json",
      "rel" : "self",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as JSON"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3066?f=text/html",
      "rel" : "alternate",
      "type" : "text/html",
      "title" : "This document as text/html"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3066?f=application/geo+json",
      "rel" : "alternate",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as application/geo+json"
    }
  ],
  "LayerId" : 0,
  "LayerName" : "PS.ImmovableMonumentObjectP",
  "id" : "3066",
  "properties" : {
    "ObjectID" : 3066,
    "ID" : 3066,
    "Name" : "საცხოვრებელი სახლი",
    "FullName" : "საცხოვრებელი სახლი",
    "ComplexName" : "",
    "Description" : "აღნიშნულ მისამართზე განთავსებული სახლი, გეგმაში მართკუთხა მოხაზულობისაა და ე.წ. \"ნიკოლოზის აგურითაა\" აშენებული. მთავარი ფასადი ჯავახიშვილის ქუჩაზე გადის, მარჯვენა მხარე ჩართულია საერთო განაშენინებაში, დანარჩენი ორი მხრიდან კი სახლს ლათინური \"L\"-ის მოხაზულობის ეზო ეკვრის, რომელიც თავის მხრივ, დაბალი ზღუდითაა შემოფარგლული. \nმთავარი ფასადი პირველ და მეორე სართულზე შეულესავია, მესამე სართული კი მოგვიანებით უნდა იყოს დაშენებული და მისი საფასადე მხარე შელესილია. მორთულობა აგურის წყობაშია გამოყვანილი. ფასადი ორ სეგმენტადაა დაყოფილი, მარცხენა, დაბალი რიზალიტის მქონე სეგმენტში სადარბაზოს კარია მოთავსებული, რომელიც ზემოთ შემინული ნაწილით გრძელდება. კარის ხის ნაწილები არქიტექტურული დეტალებითაა მორთული, შემინულ ნაწილში კი აჟურული ცხაურებია ჩადგმული. \nპირველ და მეორე, შეულესავ სართულზე არსებული, ყველა ღიობი მშვილდათაღოვანი და სწორკუთხაა. მათი თაღები აგურის წყობაში ვერტიკალურად დალაგებული აგურებითვეა გამოყვანილი. მეორე სართულზე, მარცხნიდან მარჯვნივ, მესამე, კარის ღიობი ლითონის აჟურულმოაჯირიან, შეკიდულ აივანზე გამოდის. ფანჯარათა ჩამოსწვრივ, კედელზე გვხვდება მათივე სიგანის, სწორკუთხა უბეები. რიზალიტი გვერდებში პილასტრებითაა ფლანკირებული, პირველ სართულზე ისინი რუსტების წყობითაა შექმნილი, მეორე სართულზე კი გლუვია. ამასთან, მეორე სართულის პილასტრებში სწორკუთხა ჩაღრმავებებია გაკეთებული. აღნიშნული მონაკვეთის შუა წელზე სართულებს შორის გამყოფი ჰორიზონტალური შვერილია, რომელსაც ქვემოდან კბილანები გასდევს. იგივე კბილანებითაა მორთული მეორე სართულის დამაგვირგვინებელი, ჰორიზონტალური სარტყელი, რომლიდანაც ღიობთა შუაკედლისებზე ეშვება (პირველი სართულის ღიობების ნახევრამდე) აგურის წყობის გამოწევით მიღებული \"პილასტრები\". პილასტრები ბოლოებში აგურის ჩაწევა-ამოწევით მიღებული მორთულობითაა დასრულებული. მეორე სართული სრულდება ხსენებულ სარტყელზე დაბჯენილი, პატარა იმპოსტების მწკრივით შევსებული ფრიზით, რომელსაც მოსდევს შვერილი კარნიზი.  \nმესამე სართულის დანაწევრება მეორეს მსგავსია. ღიობები აქაც მშვილდათაღოვანია, ოღონდ კედლები და პროფილები შელესილია და თეთრად დაფერილი. შენობა თუნუქითაა გადახურული. ფასადის გასწვრივ, მარცხენა მხარეს ეზოში შესასვლელი ჭიშკარია. ამავე, მარცხენა მხარეს, კედელი, სართულების საზღვრებზე, აგურის წყობაში გამოყვანილი, ჰორიზონტალური სარტყელებითაა მონიშნული. მესამე სართულის კედლის წყობაში, აგურისა და უხეშად გათლილი ქვის ბლოკების შერევით მიღებული კედლის ცენტრში, მოთავსებულია ჰორიზონტალურად წაგრძელებული, გეგმაში სწორკუთხა შეკიდული ლითონის აივანი, რომელიც მეორე სართულის კედელზე დიაგონალურად ჩასობილი \"იმპოსტებითაა\" შემაგრებული. აივნის ცალქანობა, მსუბუქი გადახურვა მოაჯირიდან ამოზრდილ, ლითონის მილებს ეყრდნობა. აივნის ფარგლებში კედელი შელესილი და თეთრად დაფერილია. აივნის მარჯვნივ სწორკუთხა ფანჯარაა. \nუკანა, აივნებიანი ფასადი ძირითადად, ინარჩუნებს თავდაპირველ სახეს. მის მარჯვენა ნაწილში სამივე სართულის მომცველი, რთული კონსტრუქციის მქონე კიბეა მოწყობილი. სახლი აგებული უნდა იყოს XX საუკუნის დასაწყისში. მესამე სართული კი ოდნავ, მოგვიანებით უნდა იყოს დაშენებული. შენობის მთავარი ფასადი მოდერნისა და კლასიციზმის ნაზავს გვთავაზობს.\n",
    "StatusName" : "კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი",
    "StatusDocDate" : "2007-10-01",
    "StatusDocNumber" : "3/181",
    "RegistryN" : "5388",
    "CategoryName" : "ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე",
    "Country" : "საქართველო",
    "Region" : "თბილისი",
    "Municipality" : "თბილისი",
    "Settlement" : "თბილისი",
    "Address" : "ჯავახიშვილი ივანეს ქ./71 ა",
    "Period" : "ახალი და უახლესი ისტორია  _ მე-19-21-ე სს.\u003e\u003eახალი ისტორია _ მე-19 ს.",
    "ExactDate" : "მე-19 ს-ის დასასრული.",
    "DateRangeFrom" : "",
    "DateRangeTo" : "",
    "InitialFunction" : "საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური\u003e\u003eმე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;",
    "CurrentFunction" : "საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური\u003e\u003eმე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;",
    "Classification" : "არქიტექტურის",
    "Accuracy" : "სწორია",
    "X" : 44.800245969999999,
    "Y" : 41.711867810000001
  }
}